სვანური ხალხური რეცეპტი – ვირუსების საწინააღმდეგო ეფექტური და ბუნებრივი საშუალება

სვანეთში ამ წვნიანს ლცფექს ეძახიან და განსაკუთრებულად გაციების დროს მიირთმევენ. ის ქერისგან მზადდება, ქერს კი საკმაოდ ბევრი დადებითი თვისება აქვს და არა მხოლოდ გაციების დროს არის სასარგებლო, ზოგადად რგებს იმუნიტეტს და ადამიანის ბევრ ორგანოს.
ძველი მკურნალები სამკურნალოდ იყენებდნენ როგორც ქერის მარცვლებს, ასევე ქერის წყალს. ავიცენას მიაჩნდა, რომ ქერი უნიკალურად წმენდს ორგანიზმს. ამ მცენარის წყლით წარმატებით მკურნალობდნენ სარძევე ჯირკვლებს. ხოლო კამის თესლთან მისი ნარევით ლაქტაციის სტიმულაციას ახდენდნენ. ქერის წყალი შეუცვლელი იყო ცხელების დროს როგორც გამაგრილებელი და დამატენიანებელი საშუალება. ხალხური მედიცინა დღესაც წარმატებით იყენებს ქერს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, ბუასილისა და ფაღარათის სამკურნალოდ. აგრეთვე – როგორც ამოსახველებელ, დიაბეტის საწინააღმდეგო და ზოგად გამაჯანსაღებელ საშუალებას.
ე.წ. ქერის სუპის დანარჩენი შემადგენელი ნაწილებიც – ნიორი და წიწაკა, ასევე ანტივირუსული და ანტიბაქტერიული ზემოქმედების მქონენი არიან.
მაშ ასე:
1 ლიტრ ადუღებულ წყალში უნდა დაამატოთ ცივ წყალში გახსნილი 1-2 კოვზი ქერის ფქვილი (ქერი წინასწარ უნდა გაიხსნას ცივ წყალში, პირდაპირ ცხელ წყალში არ ჩაყაროთ, არ გაიხსნება!), იდუღოს 10 წუთი. კარგად აურევთ, რომ არ გადმოვიდეს დუღილის დროს. მერე ამატებთ ბლომად ნიორს, წითელ დაფქულ წიწაკას და მარილს გემოვნებით. ზოგიერთი დიასახლისი მას ხმელ ქინძსა და ცოტა უცხო სუნელსაც ამატებს. მიიღეთ ცხლად, დღეში ორი პატარა ჭიქა.

წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები