სვანებმა თბილისში კარტოფილი გამოგზავნეს, რომელიც მოხალისეებმა გაჭირვებულებს დაურიგეს

ზემო სვანეთის სოფელ ლენჯერის მოსახლეობამ თბილისში 700 კილოგრამი კარტოფილი გამოგზავნა, მოხალისეებმა კი საკვები მათ დაურიგეს, ვისაც დღეს არსებულ რეალობაში ძალიან სჭირდება დახმარება.
ამის შესახებ გუშინ სოციალურ ქსელში სანდრო მერლანმა დაწერა:
“ზემო სვანეთის სოფელ ლენჯერის მოსახლეობამ გადაწყვიტა, მათ მიერ სოფელში მოყვანილი სვანური ბიო კარტოფილი გამოეგზავნათ თბილისში იმ ოჯახებისათვის, ვისაც დღევანდელ დღეს უჭირს.
კარტოფილი უკვე თბილისშია. დაახლოებით, 700 კილო კარტოფილიდან ნახევარი უკვე გადაეცა ათეულობით ოჯახს.
დანარჩენი არის მათთვის, ვისაც ვერ მიწვდა ეს კეთილი ხალხი.
ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, მივიდეს ორთაჭალაში, კრწანისის ქუჩაზე #12 ში (კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალის# მოპირდაპირე მხარეს არსებულ სკვერში) 12:00 საათიდან და იქედან წაიღოს”, – წერდა გუშინ სანდრო მერლანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები