“სექტანტების” საიდუმლო და რისკიანი გადაწყვეტილება -“სურვილიც არ გამჩენია, კაზინოში კიდევ წავსულიყავი”
ნაბახუსევზე მყოფ გიორგი გაგლოევს “პირველი ამბების” გახსენება არ გასჭირვებია. მან ისეთი საიდუმლოც გაგვიმხილა, რაც მხოლოდ მისი “სექტის” წევრებმა იცოდნენ… საიდუმლო არცთუ ისე საამაყო თავგადასავლებს უკავშირდება. მსახიობი ჩვეულ ამპლუაშია -გულწრფელად და ხალისიანად გვესაუბრა.
ნაბახუსევზე მყოფ გიორგი გაგლოევს “პირველი ამბების” გახსენება არ გასჭირვებია. მან ისეთი საიდუმლოც გაგვიმხილა, რაც მხოლოდ მისი “სექტის” წევრებმა იცოდნენ… საიდუმლო არცთუ ისე საამაყო თავგადასავლებს უკავშირდება. მსახიობი ჩვეულ ამპლუაშია -გულწრფელად და ხალისიანად გვესაუბრა.
-ახლა ყველაზე მაგრად ვარ! შვებულება და “წანწალი” პირველი ივლისიდან დავიწყე. ამჟამად თეავში, მეგობართან ვარ. დავდივარ, ვქეიფობ, დროს ვატარებ…
-პირველი საზაფხულო არდადეგები გაიხსენე…
-მოსწავლეობისას, როცა სკოლიდან დამითხოვეს, კახეთში (მეგობრის ოჯახში) მარტო გავემგზავრე. მახსოვს, სწორედ იმ წელს თავი პირველად გადავიპარსე. მეგობრის ოჯახში ტარზანივით შევარდნილს, მეგონა, მე ვარ, ვინც ვარ-მეთქი!.. მას შემდეგ, ყოველ წელს როცა იქ ჩავდივარ, მეუბნებიან -ჩვენს ოჯახში ჩაწერილი ხარო (იცინის).
-შენს მარტო გამგზავრებას მშობლები როგორ შეეგუვნენ?
-ოჯახის წევრები მეუბნებიან, -ოღონდ სახლიდან წადი და სადაც გინდა, როგორც გინდა, რამდენი ხნითაც გინდა, პრობლემა არ არისო (იცინის)…
-პირველი ტყუილი…
-სკოლაში სწავლისას, ოჯახის ყველა წევრი “ამოვწყვიტე”: ხან ერთს “ვკლავდი” და “პანაშვიდზე” მივდიოდი, ხან -მეორეს… შემდეგ ტყუილები ერთმანეთში მერეოდა. მასწავლებელი მეუბნებოდა, -ჩამოყალიბდი და ან ერთი “მოკალი”, ან -მეორეო. სკოლაში სიარული მიყვარდა, მაგრამ ხომ იცი, არის პერიოდები, როცა ამდენი ცოდნის მი¬ღებით იღლები. ამიტომ, გაკვეთილების გასაცდენად, ოჯახის წევრების გარდაცვალების ამბებს ვიგონებდი… კიდევ იცი, რას ვიტყუებოდი? როცა ჩემს კლასში ვინმეს ბებია ან ბაბუა მოუკვდებოდა, ყვავილების საყიდლად ფულს მე ვაგროვებდი, შემდეგ ყვავილებს კი არა, მხოლოდ 1 ყვავილს ვყიდულობდი და თანაკლასელებს ვეუბნებოდი, -ძალიან ძვირი ღირდა-მეთქი. დარჩენილი ფულით მე და ჩემი მეგობრები “ბულკებსა” და ქადებს ვყიდულობდით.
-ტყუილში არავის გამოუჭერიხარ?
-არა, რადგან ჩვენ ერთგვარი “სექტა” გვქონდა ჩამოყალიბებული -ყვავილების საყიდლად ერთი და იგივე “სასტავი” დავდიოდით… ახლა რომ წაიკითხავენ, მიხვდებიან, რა “სექტა” იყო და რა ყვავილებიც მიგვქონდა, მაგრამ რას ვიზამ? ხომ გაგიგონია, -ცოდვა გამხელილი სჯობსო…
–ცალმხრივად პირველად როდის შეგიყვარდა?
-საბავშვო ბაღში თამუნა მიყვარდა. მისი გვარი არ მახსოვს. ერთხელ ვაკოცე. მასწავლებელმა რომ დამინახა, გამიბრაზდა, როგორ თუ აკოცეო?! კუთხეში დამაყენა. ვიდექი და რომ იცოდე, იმ მასწავლებელზე რაებს ვფიქრობდი…
-ტუჩებში აკოცე?
-არა, ლოყაზე… ალბათ, ის მასწავლებელი თავის კაცს ვერ კოცნიდა და ჩემი შეშურდა (იცინის).
-პირველი საკურორტო რომანი…
-ეს გონიოში მოხდა და იყო ქურქული, კუსკუსი, ცუნცული… ერთ კვირაში სახლებში დავბრუნდით (იცინის).
-პირველი სასცენო როლი…
-წრუწუნას როლი შევასრულე. მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მიხეილ ანთაძემ “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” დადგა. სპექტაკლის გმირები თაგვები იყვნენ. ბოლო, მეშვიდე წრუწუნა-ჯუჯა ვიყავი. უბედნიერესი გახლდით. მთელი საქართველო დავპატიჟე, -მოდით, ჩემი პირველი სპექტაკლია-მეთქი.
-პირველი ვალი…
-პირველი და უკანასკნელი ვალი ჩემი დის მმართებს. გარკვეული პრობლემები შემექმნა და 2.500 ლარი დამჭირდა. მსახიობები მატერიალურად ოდნავ “შეუძლებლები” ვართ და ცხადია, ამდენი ფული არ მექნებოდა. და დამეხმარა. გამეღიმა,
-პირველი სინანული…
-ბავშვობაში მშობლებს ქართული ცეკვის წრეზე უნდა შევეყვანე. დარბა¬ზის კართან მისულს, შიგნით შესვლა მომერიდა და უკან გამოვბრუნდი. ცეკვის წრეზე აღარ შევსულვარ
-ეს საქციელი ბევრჯერ ვინანე…
-პირველი ჰონორარი…
-ლევან ზაქარეიშვილი ფილმს -“თბილისი-თბილისი” იღებდა. “მასოვკა” სჭირდებოდათ. მაშინ მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლე ვიყავი. “ნახალოვკაში” ბაზრის სცენას იღებდნენ, რომელშიც ვმონაწილეობდი. 3 დღეში 26 ლარი “გავაკეთე”. მაშინ ქვეყანაში პენსია 14 ლარი იყო, მე კი 26 ლარი მომცეს! გითხრა, რა ვიყიდე? იმ პერიოდში, ოდეკოლონი “კობრა” გამოდიოდა. ჰოდა, ეგ ვიყიდე, კიდევ -მაისური. “დაჟე”, ხურდაც დამრჩა… როგორი ცხოვრება იყო, ხვდები?
-პირველი ჭორი…
-ჩემ შესახებ გამიგონია, ვითომ ძალიან “მოკლე” ვარ (იცინის). ხომ ხვდებით, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა?.. კიდევ, მსმენია, თითქოს ძალიან მდიდარი, ერთ-ერთი ოლიგარქი ვარ. ასეთი ჭორის გავრცელების მიზეზს მართლა ვერ ვხვდები.
-ავტომობილის საჭეს პირველად როდის მიუჯექი?
-2014 წლის 20 დეკემბერს -ზუსტად მახსოვს. მანქანა გერმანიიდან ჩამომიყვანეს. საჭეს რომ მივუჯექი, გვერდით მეგობარი მეჯდა და მგულშემატკივრობდა. ორჯერ “ავბარდიურდი” (იცინის), მაგრამ მას შემდეგ ავტომობილის მართვა ისე “დავამხეცე”, რომ ახლა მთელ საქართველოს წრეებს ვურტყამ. მართალია, ნათესავები დამცინიან, -ეს სათამაშო მანქანა რატომ იყიდეო? -მაგრამ ჩემთვის, ეს ავტომობილი “ჩეხური 4-ოთახიანია”.
-პირველი სიმთვრალე…
-კარგად იცი, დალევა როგორ მიყვარს! პირველად სკოლის მოსწავლეობის პერიოდში დავთვერი: ბავშვებმა ვიქეიფეთ… სახლში დაბრუნებულს, ოჯახის წევრები ფეხებზე მაკვირდებოდნენ. იცი, რატომ? სხვადასხვა ფეხსაცმელი მეცვა. მიზეზი დღემდე არ ვიცი… სხვათა შორის, ახლაც “პახმელიაზე” ვარ.
-გუშინ რა აღნიშნე?
-ბავშვი მოვნათლე. ნათლია პირველად გავხდი. თან, ჩემი დეიდაშვილი მოსკოვში მიფრინავს და გაცილების სუფრაც მოუწყვეს. ჩემი მასპინძელი მარინე ქარუმაშვილი თელავის “პრიმადონა” გახლავთ. ერთი ალა ჰყავს მოსკოვს, თელავს კი -მარინე (იცინის).
-პირველი დეპრესია…
-დეპრესია რომ არასდროს მქონია, ამას მთელი ჩემი სამეგობრო დაგიდასტურებს. ერთხელ კოლეგამ და თანაწამყვანმა -ნინო მუმლაძემ ჩემზე თქვა, -დეპრესიაში მყოფი ერთადერთხელ ვნახეო. ყველა დაინტერესდა -რა სჭირდაო? ხელისუფლება რომ შეიცვალა, ისე მოხდა, თეატრის ამჟამინდელმა მმართველმა სამსახურიდან გამომიშვა, ტელევიზიაში სერიალი “დაიხურა”, მესამე სამსახურიც მქონდა და ისიც დავკარგე. მაშინ სასწრაფოდ, ნინოს დავურეკე, ბევრი ტანსაცმელი ვიყიდე, შემდეგ ბარში დავსხედით და ვთქვი: -ერ¬თი სამსახური დავკარგე, მეორეც, მესამეც-მეთქი… 3-წამიანი პაუზის შემდეგ გავიცინე და დალევა დავიწყე! ჩემი “დეპრესია” სულ ეს იყო.
-პირველი ინტერვიუ…
-პრესის ჟურნალისტმა დამირეკა. ვუთხარი, -ვაიმე, ზეგ გამოიარეთ-მეთქი. არ დავიჯერე, რომ ვიღაცას ჩემ შესახებ რამე დააინტერესებდა. ჟურნალისტმა გოგონამ მეორედ დამირეკა და მითხრა, -არა, მართლა ინტერვიუ გვინდაო. ვუპასუხე, -ახლა ძალიან დაღლილი ვარ, გეხვეწები, თავი დამანებე-მეთქი. მესამედ დამირეკა, -დედას გეფიცები, ინტერვიუ მინდა. თუ არ გჯერა, ჩემს რედაქტორს დაგალაპარაკებო… რედაქციაში მისულმა იქაურობა შორიდან შევათვალიერე: ვფიქრობდი, ხომ არ მეღადავებიან-მეთქი?
-ჟურნალისტი შენით რატომ დაინტერესდა?
-სერიალში გამოვჩნდი თუ არა, 2 კვირის მერე ინტერვიუსთვის დამირეკეს, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო… მას შემდეგ ინტერვიუებს ვეღარ ავუდივარ (იცინის).
-პირველი დიეტა…
-დიეტის დაცვა პირველად 2015 წელს დავიწყე. 10 კილო მქონდა მომატებული და დიეტის შედეგად, 6 კილო დავიკელი.M მერე ისევ გავსუქდი, გავხდი, გავსუქდი… ახლა 10 კილო მაქვს დასაკლები. ხომ იცი, როგორი ლამაზი ტანი მაქვს, გრძელი წვივებით… ჩემს ტანს ღიპი არ უხდება! ახალი სატელევიზიო სეზონისთვის წონაში უნდა დავიკლო, თორემ ერი დამკარგავს (იცინის).
-პირველი რისკიანი გადაწყვეტილება…
-ჩემი მეგობარი კაზინოში თამაშობდა და ერთხელ მეც წამიყვანა. მახსოვს, ვითამაშე და მოვიგე, მაგრამ მას მერე, სურვილი არც კი გამჩენია, კაზინოში წავსულიყავი. მაშინ ხელფასზე ორჯერ მეტი თანხა მოვიგე, მაგრამ კაზინოდან გამოსულმა ვთქვი: -აღარასოდეს ვითამაშებ-მეთქი! ყველა დამერწმუნება, რომ პირობა შევასრულე.
წყარო:http://www.gzapress.ge