სექს-შანტაჟისთვის „რეალის“ თავდამსხმელი დააკავეს – ბენზემას 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება (ფოტოკოლაჟი)
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი და საფრანგეთის ნაკრების წევრი კარიმ ბენზემა, პოლიციამ მისივე კოლეგის დაშანტაჟებისთვის დააკავა. ინფორმაციას ტელეკომპანია BBC ავრცელებს. საქმე სექს-სკანდალს ეხება. ბენზემა იმავე საფრანგეთის ნაკრების წევრის, მოსკოვის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველის – მეტიე ვალბუენას დაშანტაჟებას სექსუალური მოტოვით ცდილობდა.
„ასოშიეტიდ პრესის“ ინფორმაციით, ფეხბურთელი დღეს დილით მას შემდეგ დააკავეს, რაც პარიზის პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა. გამოძიება ვალბუენას დაშანტაჟებაზე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.
მანამდე ამავე საქმეზე დაკავებული იყო კიდევ 4 ადამიანი, მათ შორის კრასნოდარის „კუბანის“ ყოფილი ფორვარდი – ჯიბრილ სისე. გამოძიება ეჭვობს, რომ ისინი ვალბუენას დაშანტაჟებას ვიდეოფირის საშუალებით ახდენენ, რომელზეც ის სექსის დროსაა აღბეჭდილი.
წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავებს მოუწევთ იმის მოკვლევაც, თუ რამდენად იყო ბენზემა ჩართუ
ლი ვალბუენასთვის ვიდეოფირის სანაცვლოდ ფულის გამოძალვაში. გამოძიების ვერსიით, ბენზემამ ვარჯიშის დროს თანაგუნდელს მიანიშნა, რომ მას ხელთ აქვს ფირი, რომელიც ინტიმურ კადრებს შეიცავს.
პოლიციას სურს დაადგინოს, იყო თუ არა ეს მინიშნება უბრალო ხუმრობა, თუ საქმე სერიოზულ გამომძალველობას ეხება.