“სექს-ბომბები – ბრაზიალიანა შორტიანები, ნახევარი საჯდომი რომ გიმზერს ფაქიზად” – ქალთა სახეები ასპრია ფიტნესში

ბლოგერმა გურამ შეროზიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
“ქალთა სახეები ასპრია ფიტნესში:
1. დავარცხნილ, გაშლილ თმიანი, ტონა მაკიაჟიან-წითელ პომადიან-დეკოლტიან-ქუსლიანი დასაოჯახებლები
2. “აუ ეს ვარჯიში როგორ გავაკეთოოო??” ანუ ძალიან “აბშიწელნაია-ები”
3. სექს-ბომბები – ბრაზიალიანა შორტიანები, ნახევარი საჯდომი რომ გიმზერს ფაქიზად და სულ ისეთ გაწელვებს რომ აკეთებენ, “წახრას”რომ საჭიროებს და მამრობით მხარეს სავარჯიშო პროცესი რომ ჩერდება.
4. უზარმაზარ ჰანტელს დაძგერებული ამორძალები, თავს არარაობად რომ გაგრძნობინებენ;
5. მხოლოდ საჯდომის ვარჯიშის მკეთებელი მბუქნავები;
6. “პოხუისტკები”, ორი საათის განმავლობაში სულ სამჯერ რომ ივარჯეშეს, მაგრამ სამაგიეროდ 127 ჭორი რომ გაცვალეს
7. აგრესორები “აქ მე ვვარჯიშობდი!!” -თითქოს სახლიდან აქვთ მოტანილი ტრენაჟორი
8. “ჩექინშიცები” – მოვიდა, დაჩექინდა, გაიარა, გამოიარა, წავიდა.
აი რას გიშვება, როცა აიპოდს კარგავ
კვირამდე თუ ვერ ვიყიდე, კაცთა სახეებზე ვაწარმოებ დაკვირვებას.” – წერს შეროზია ფეისბუქზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები