თქმა არ უნდა, ზოდიაქოს ნიშნებს შორის მორიელებს უპირობოდ ეკუთვნით გამარჯვების პალმის რტო პოზიციაზე “წლის სექსუალური მანიაკი”. ამიტომ, სანამ მორიელზე ნადირობას გადაწყვეტთ (ამ დროს შესაძლოა მას უკვე ყველა თქვენი სამოქმედო სტრატეგია შესწავლილ-გადამოწმებული აქვს, ოღონდ ჩუმადაა და ელოდება შესაფერის მომენტს რომ შხამიანად ჩაგინისკარტოთ), ექიმთან შეიარეთ და როგორც თქვენი ჯანმრთელობის, ისე ნერვული სისტემის მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეიმოწმეთ. იმიტომ, რომ მორიელთან ერთად საძინებელში აღმოჩენა, კარგ იმუნიტეტს და ჯანსაღ ფსიქიკას მოითხოვს. რომელიც მისი დასრულების შემდეგ, ისედაც სამკურნალო გაგიხდებათ. ამიტომ თავიდან მაინც დახვდით მომზადებული. სექსი მორიელისთვის ისეთივე ორგანული საქმეა, როგორც ჭამა, ძილი ან აბაზანის მიღება. ამიტომ მას ყოველთვის და ყველგან სჭირდება საკუთარი “მინდას” მყისიერი დაკმაყოფილება. სამსახურში შესვენებაზე, გადაადგილებისას მთელი სიჩქარით მიმავალ მანქანაში ან სულაც ლიფტით მგზავრობისას, სართულიდან სართულამდე. თანაც, ხშირ შემთხვევაში ერთობ არატრადიციული და ექსტრემალური ფორმით. ფაქტია, ამ მხრივ ფანტაზიის უნარში მორიელები ნამდვილად არ მოიკოჭლებენ. თუკი თქვენ მასთან მხოლოდ საბნის ქვეშ, მოკრძალებულად აპირებთ ინტიმურ კავშირს, დამიჯერეთ რამდენიმე წუთში საწოლიდან უბოდიშოდ გადმოგაგდებენ და ერთ-ორ არცთუ სასიამოვნო კომპლიმენტსაც მოგაყოლებენ უკან “ჯილდოდ”.
მორიელის ზოდიაქოს ულამაზესი წარმომადგენელი – სოფი მარსო
თუმცა, არსებობენ ისეთი მორიელებიც, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობენ ასეთ თავაწყვეტილ სექსზე და საკუთარი ფანტაზიების გამომჟღავნების რცხვენიათ, იმ მიზეზის გამო, რომ მათ ყურამდე ჯერ არ დასულა ხმები იმის თაობაზე, რომ ექსტრემალური სექსის სახეობები უკვე თანამედროვეობაშიც აპრობირებულად ითვლება. ამიტომ თქვენ ორი გზა გაქვთ: ან საქმის კურსში ჩააყენოთ თქვენი სიმპათის ობიექტი მორიელი, რომ ინკვიზიციის კოცონზე არავინ დაწვავს მას საკუთარი თამამი ფანტაზიებისთვის და ამ შემთხვევაში თქვენ, ლამაზი სიკვდილი გელოდებათ მისი ხელით ერთ-ერთი ბობოქარი ღამის შემდეგ, ან მშვიდად იცხოვრებთ მის გვერდით სანამ იგი ამ ყველაფერს თავად მიხვდება და ბოლოს მაინც მისი ხელით მოგიწევთ სიკვდილი. ოღონდ, ამჯერად სასტიკი და ნელი ტანჯვის ფონზე. თქვენ ხომ მას უდიდესი სიამოვნების წყარო დაუხშეთ, ჰოდა, უნდა მოკვდეთ!
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე “ცხელი” მორიელი – ჯერარდ ბატლერი