სექსუალური ჰოროსკოპი – ლომი

ლომი მიამიტი გულთამპყრობელია. გარეგნულად “დონ-ჟუანი” ან “ფემე-ფატალე”. უყურებ და  ფიქრობ “აუ, ამას რა დაკერავს, გამარჯობის ღირსადაც არ ჩამთვლის ალბათ და ასი მეტრის რადიუსზე ვერ გავეკარები”. თუმცა, საქმე საქმეზე როცა მიდგება ლომისთვის, გულის აჩუყება მარტივზე უმარტივესი საქმეა. ეს იმიტომ რომ ნებისმიერ ლომს გულის სიღრმეში დაუძლეველი სურვილი აქვს უყვარდეს და უყვარდეთ. განსაკუთრებით აქტუალური, ლომის საძინებელში აღმოჩენის თვალსაზრისით მეორე ვარიანტია თქვენთვის. ამიტომ თუ გარეულ კატას, თქვენი მის მიმართ გრძნობების სიღრმესა და მარადიულობაში დაარწმუნებთ, ჩათვალეთ რომ თქვენს წინაშე მალე საყვარელი, უმწეო კატის კნუტი წარსდგება. მერე კისერში ერთი ორი მოღუტუნებაღა იქნება საჭირო სასურველი მიზნის მისაღწევად.

ჰოლი ბერი – საოცრად სექსუალური ქალი-კატა
halle-berry-hot1

ხოლო, თუ თქვენ, არასდროს შეეხებით უხეშად მის დიდად პატივცემულ თავმოყვარეობას, ხანგრძლივად მოიპოვებთ საშვს სამოთხეში, რომელსაც  სახელად “ლომთან სექსი” ეწოდება. ამასთან ერთად, თანამედროვე მოდურ ტენდენციებსაც აქტიურად უნდა მიადევნოთ თვალი, იმიტომ რომ ლომთან რეგულარული სექსი, მასთან ერთად მაღალ საზოგადოებაში გამოჩენის აუცილებლობასაც გულისხმობს. შესაბამისად, არასოდეს უნდა შეარცხვინოთ იგი თქვენი “სოფლური აზროვნებით”, თორემ მისი საძინებლისკენ მიმავალი კარი თქვენთვის სამუდამოდ დაიკეტება.

ცნობილი იტალიელი მაჩო – რაულ ბოვა, ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი
hqdefault

კომენტარები

სხვა სიახლეები