სექსუალური ჰოროსკოპი – კირჩხიბი

კირჩხიბი მოსიყვარულე ოტელოა. ამიტომ, როგორც კი თქვენი მხრიდან ყურადღებისა და სითბოს ნაკლებობას იგრძნობს, მაშინვე ეცდება გადამეტებული სიყვარულით გაგგუდოთ, ან საშვილიშვილოდ გაგინაწყენდებათ და მის გულს ხანგრძლივი დროის მანძილზე ვეღარ მოიგებთ. აქედან გამომდინარე, თუკი კირჩხიბის საძინებელში შეტყუება გინდათ ან თავად გეგმავთ იქ ხანგრძლივად მოკალათებას, უნდა მოემზადოთ მისი ჰიპერთროფირებული დოზის მზრუნველობა მოთმინებით აიტანოთ. ხოლო თვალის ირიბად გაპარებას გვერდზე, მისი მხრიდან ცრემლების ნაკადული ან მრავალსაათიანი პირქუში სიჩუმე რომ მოყვება, მაგაზე აღარაფერს ვამბობ წინდაწინ რომ არ დაგაფრთხოთ.

ჟიზელ ბუნდჰენი – მდედრობითი სქესის ოტელო – კირჩხიბი
gisele-bundchen_hot

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სქესის კირჩხიბს გასაოცარი სექსუალური ფანტაზიები გააჩნიათ, მათი “გახსნა” პარტნიორისთვის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. ეს იმიტომ, რომ ბუნებით პარანოიკი კირჩხიბი, გულის სიღრმეში ყოველთვის იმის შიშშია ვაითუ მისი გაშიშვლებული სული, ვიღაცას უხამს პორნოგრაფიაში აერიოს. ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ცდილობენ შემოვლითი გზებით და სხვადასხვა ეროტიკული ქვეტექსტების მქონე საქციელებით მოხიბლონ სურვილის ობიექტი. ისე რომ, ამ უკანასკნელის მხრიდან მძაფრი რეაქციის შემთხვევაში, თავის გასამართლებელი არგუმენტი ჰქონდეთ “ეს ის არ არის რაც შენ გეგონაო”. საუკეთესო გზა, იმისთვის რომ კირჩხიბი ლოგინში შეიტყუოთ, მის ემოციებზე სწორად თამაშია. თუმცა მანამ, სანამ ამას გააკეთებთ კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თქვენ იგი? იმიტომ რომ თუ თქვენთვის კირჩხიბთან სექსს მხოლოდ სპორტული დატვირთვა აქვს, საქმეს ძალიან გაირთულებთ ამით და ხანგრძლივი დროის მანძილზე გაგიჭირდებათ მისი აბეზარი საცეცებისგან თავის დაღწევა.

ჯოშ ჰარტნეტი – მერე რა თუ გარეგნულად ოტელოს არ გავს, თქვენ მის სულში ჩაიხედეთ?
230908141727tn2joshhartnett3

კომენტარები

სხვა სიახლეები