ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სოციოლოგებმა სოციალური ტრავმატიზმის რეიტინგი შეადგინეს და აღმოაჩინეს, რომ სიყვარულის ბობოქარ ღამეს ყოველი მესამე ბრიტანელისთვის ტანჯვა მოაქვს.
რესპონდენტების 40 პროცენტმა სატელეფონო გამოკითხვისას აღიარა, რომ მხოლოდ დილით მიაქციეს ყურადღება იმას, რომ ღამით ისინი ფრიად გაუფრთხილებლად იქცეოდნენ. შემთხვევათა 60 პროცენტში ტრავმირებული საყვარლები აღიარებენ, რომ ვნების ცეცხლში ისინი ვერ ამჩნევენ ტკივილებს ზურგში ან იდაყვის სახსრებში. ბრიტანელთა დაახლოებით 5 პროცენტი იძულებული გახდა, რომ სიყვარულის სარეცელზე მიღებული ტრავმების მოსაშუშებლად ექიმებისთვის მიემართა.
აღმოჩნდა, რომ სექსისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი დივანია. ამ ატრიბუტის ვერაგობა ნებისმიერ სასტუმროში მდგომარეობს იმაში, რომ აღგზნებული საყვარლები ერთმანეთს ისე ეხვევიან, რომ არც უცდიან რომანტიკული ვახშმის დამთავრებას და დივანთან მიდგმულ დაბალ მაგიდაზე გაშლილი სუფრის ალაგებას. ბოთლებისა და თეფშების ნამსხვრევები მათი, ტრავმების გამომწვევი მთავარი ფაქტორია.
სექსით დაკავების უხერხულ ადგილებად მიიჩნევა, აგრეთვე, კიბეები და სადარბაზოები, ოჯახის ავტომობილები, საშხაპო კაბინები, სკამები, სამზარეულო მაგიდები, ტუალეტები და ოფისის კარადები. ყოველი მეათე რესპონდენტი იმის შესახებ ყვებოდა, როგორ ვარდებოდა ის ან მისი პარტნიორი საწოლიდან, ყოველმა 50-ემ კი უფრო საშიშად სარეცხი მანქანა დაასახელა.
სასიყვარულო წყვილების ყველაზე გავრცელებული ტრავმებია: კუნთების ან მყესების გაჭიმვა, ზურგის ტრავმა, “ხალიჩების დამწვრობა”, კისრის კუნთების სპაზმი, იდაყვისა და მუხლების სახსრების დაზიანებები, მხრის დაშავება, მუხლის ამოვარდნა, ქუსლისა და ტერფის ტრავმები.
მედიკოსების აზრით, არსებობს სექსუალური ტრავმატიზმის სამი ძირითადი მიზეზი: გამოუცდელობა, თავშეუკავებლობა და ზედმეტი გამომგონებლობა, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია პარტნიორების სწრაფვისკენ – “გააკეთონ, როგორც კინოში”.