სექსუალური მოტივირება – ანუ “სექსლანდია”

თემები -„სქესი“, „სექსი“, „სექსუალური ექსპანსია“, წარმატებული „დაკერვა“, „სექსუალური კონტაქტისათვის პოტენციური პარტნიორის მოტივირება“  საოცრად პოპულარულია „ქართუნეტში“. ამ საკითხების მიმართ ინტერესი კიდევ მძაფრდება თემატური ორიგინალური ქართულენოვანი ლიტერატურის სიმწირის პირობებში.

პირველ ყოვლისა, პირადად ჩემთვის, ეს ყველაფერი არის მცდელობა ზრდასრული ცხოვრების პერიოდში გამოცდილის, წაკითხულის, გაგონილის და ნანახის სისტემატიზაციისა;  ეს არის დაგროვილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თავმოყრა და მათთვის რაღაც შედარებით უფრო აწყობილი ფორმის მინიჭებისა. 12715751_1134627023248807_8685988745655737675_n

მეორე, ვხედავთ, რომ თემა „სექსუალური ურთიერთობები“ საკმაოდ აქტუალურია მამაკაცებისათვის (და არა მხოლოდ მათთვის). პერმანენტულად მიმდინარეობს გააფთრებული პოლემიკა, დისკუსია, ინფორმაციის გაცვლა „შებმა-დაკერვის“ (დეფინიციები უამრავია) თაობაზე. ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი ბლოგის ეს ნაწილი დაინტერესებული პირებისათვის მრავალი თვალსაზრისით კარგი დახმარება-შეწევნა იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობს თავისებურად რთული აკრძალვები, შაბლონები და სტერეოტიპები, რასაც კიდევ ქალის გაუგებარ-ბუნდოვნად ინტერპრეტირებადი როლი ერთვის (ერთი სახის არაბუნებრივი წინააღმდეგობები: ქალი-საოცრება, ქალი-ენერგიის წყარო, ქალი-მეტოქე, ქალი-მბრძანებელი და სხვა), ვფიქრობ, რომ ბლოგი მოიზადავს მრავალ დაინტერესებულ პირს.

ამდენად, მგონი, მოვიდა დრო, გავხსნათ თემა „სექსლანდია“!

– რა განცდას იწვევს თქვენში სიტყვა „შებმა“?

– …არ ვიცი, რას უპასუხებთ, მაგრამ ჩვეულებისამებრ ტერმინი „შებმა“ რეაქციის სახით ბადებს რიგ ფუნდამენტურ, ეთიკურ კითხვებს. საშუალო ადამიანისათვის, მით უმეტეს, ქართველისათვის, რომელიც ცხოვრობს პერმანენტული ტექნოლოგიური, სოციალური, სექსუალური რევოლუციების ეპოქაში, არცთუ იოლი ჩამოსაყალიბებელი და გასააზრებელია სიტყვები – „შებმა“ ან „დაკერვა“. მიუმატეთ ამას კაცის ავთენტური ლტოლვა, შექმნას სამყაროს შესახებ არა დანაწევრებული ფრაგმენტული წარმოდგენები, არამედ შედარებით მოცულობითი და ერთიანი მონუმენტური მსოფლმხედველობები (სწორედ ამიტომ არის ხოლმე ადამიანის შეცვლა ძალიან ძნელი – მცირედი და მოკლე ძალისხმევა ვერ ძრავს ადგილიდან ცნობიერების უმძიმეს ბაქანს).

როცა შებმაზე საუბრობენ, ყოველთვის ჩნდება კითხვა მოვლენის რაობის შესახებ: რას ნიშნავს ეს „შებმა“? განსაკუთრებით საინტერესოა თვითონ ამ სიტყვის სემანტიკა, რომელიც გარკვეული თაობების გამოცდილების ვერბალიზაციას წარმოადგენს. ამ სიტყვის მნიშვნელობის თანახმად, სუბიექტს (უფრო ხშირად ქალს), რომელსაც აბამენ, არ სურს სექსუალური ურთიერთობები! მხოლოდ გარკვეული მანიპულაციური ტექნიკების, შანტაჟის, დაპირებების, მუქარების, ირიბი თუ პირდაპირი მოტივირების შედეგად ხდება სუბიექტის დაყოლიება სექსუალურ ურთიერთობებზე. სიტყვა „შებმის“ შინაარსში წინდაწინვე აკუმულირებულია ჩვენი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ტყუილომანია. კონკრეტულად რა ტყუილი? სიტყვის თანახმად მამაკაცი ქალს რაღაც ისეთს სთავაზობს, რაც ქალის პიროვნებისათვის თითქმის სრულიად მიუღებელია, და მხოლოდ შემდეგში, ურთიერთობებისა და კომუნიკაციის პროცესში, ხდება ქალის ნების შებოჭვა/შებმა და წარმართვა. ბუნებრივია, ქალისა და კაცის ფიზიოლოგია (აგზნება, ლიბიდო, მზაობა, გამოხატვა და ა. შ.) საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. მამაკაცსაც და ქალსაც სექსი სხვადასხვანირად უნდათ და უნდებათ, მათში ჩადებული განსხვავებული სქესობრივი ფუნქციები განსხვავებულ ინსტინქტურ მექანიზმებს ამუშავებენ (ორიენტაცია რაოდენობაზე, ორიენტაცია ხარისხზე). მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ფაქტი ცხადყოფს, რომ ორივეს სქესს სურს სექსი, ამიტომ სიტყვა შებმა, ან გნებავთ, დაკერვა, აკნინებს მამაკაცის როლს და ამდაბიოებს სექსუალურ ურთიერთობებს. ეს სიტყვა აგრეთვე ძლიერ ამდაბიოებს ქალს, უსვამს რა ხაზს მის ვითომ ყალბ ბუნებას – მოტყ…მდე ქალი მოტყუებული, რაღაცაში გადარწმუნებული და „დაბოლებული“ უნდა იქნას. დააკვირდით სიტყვების მსგავსებას ენაში – მოტ…ვნა – მოტყუე-ბა… რას იტყოდით?!

ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ ნაცხოვრები სექსუალური ურთიერთობა სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა უბრალოდ დადებითი მოგონება. გაჟ…ული ქალების რაოდენობის თვლა იმ არცთუ იშვიათი მამაკაცების მტკივნეული ნევროზია, რომლებიც ყველგნით ყველაფერს ზომავენ: ასოდან და სხეულის სიმაღლიდან დაწყებული, დაკმაყოფილებული ქალების რაოდენობით დასრულებული. არასოდეს დამავიწყდება ერთი ასაკიანი მამაკაცი, რომელიც ათწლეულზე მეტხანს ნიშნის მოგებით დადიდოდა და, როგორც მომიყვნენ, სულ ტრაბახობდა, რომ, აი რაც ზუსტად ახსოვდა, რუსეთში 4,000 ქალი ჰყავდა გაჟიმული. ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ გაჟიმული ქალების რაოდენობით თავის გამოდება იგივეა, რაც ჩვეულებრივმა მოქალაქემ იტრაბახოს: „აი მე 100,000 ადამიანს ვიცნობ“, ან კახპამ თქვას: „აი მე 20,000 კლიენტს მოვემსახურე“ და ა. შ.

რა არის სექსი და ქალ-ვაჟური ურთიერთობები? რამდენად ტაბუირებულია მისთვის ესა თუ ის თემა, რამდენად ინსტინქტურია მისი ყოფაქცევა? ხომ არაა მისთვის თავისუფალი სექსი თვითდამკვიდრების ან რაღაცების თვითმტკიცების აკვიატებული ფორმა? არის კი სექსი მისთვის თავისთავადი ღირებულება თუ ეს მხოლოდ რაღაც ფსიქოლოგიური მდგომარეობების მიღწევის საშუალებაა (რაც, უთუოდ, ცვლის სექსისადმი დამოკიდებულებას და შედეგად მთლიან ცხოვრებას)?12745754_1134624646582378_309727936351607151_n

სექსუალური მოტივატორისათვის ჰაერივით აუცილებელია შემდეგი დებულებების ცოდნა:

  1. სექსუალური მოტივირება (შებმა) მნიშვნელოვანწილად სოციალური კომუნიკაციის პროცესია და შემდეგ უკვე ბიოლოგიის, ამიტომ იგი საჭიროებს სოციალური პროცესების მართვის უნარების ფლობას. პოტენციური სექსუალური პარტნიორის კონტაქტისათვის მოტივირება სცილდება უბრალოდ შეწყვილების, გამრავლების მიზანს, ძირითადად, გადადის სექსით ტკბობის სფეროში და განიხილება, როგორც ძლიერი სიამოვნებისა და გართობის საშუალება.
  2. ნებისმიერ კულტურაში შებმის პროცესის არსებობაარასებობა ემყარება ქალის შეხედულებებს, დამოკიდებულებებს სექსისადმი. რად და როგორ წარმოუდგენია ამ საზოგადოებაში საშუალო ქალს თავისუფალი სექსი? რა თამაშებს თამაშობს იგი სექსამდე (ვულგარულადცინიკურად რომ ვთქვათ, „მიცემამდე“).
    ბუნებაში ორი და უცხო საპირისპირო სქესის არსების სასიყვარულო აქტს აუცილებლად წინ უძღვის გარკვეული თამაში, რომელიც განპირობებულია გვარისა და სახეობის, აგრეთვე სოციალური ორგანიზაციის ფორმებით (მიდრეკილება დომინანტისაკენ, ყველაზე ძლიერისა და მიმზიდველისაკენ და ა.შ). ადამიანურ სამყაროში ეს თამაში ათასჯერ უფრო რთული და, როგორც წესი, გაუგებარია. თამაშების ფორმები კი მრავალფეროვანია. მამაკაცმა უნდა გაიაროს სამი/ან ბევრი გამოცდა. მაგალითად, აჩუქოს რაიმე ძვირფასი სასურველ მანდილოსანს, წარმოადგინოს გარკვეული სოც. სტატუსი, გავიდეს ოჯახიდან, იჩხუბოს და დაასახიჩროს ვინმე ქალისათვის, უაზროდ ჩაიგდოს თავი რისკში, დაპატიჟოს მანდილოსანი რესტორანში და აჩვენოს, რომ არაა „ჟმოტი“, მიუძღვნას ლექსები და გამოხატოს, რომ წმინდა სიყვარულით უყვარს და ქალი „ბოზი“ არ ჰგონია, იაროს მოდური „ბე-ემ-ვეთი“, არ გააბაზროს სექსუალური კონტაქტის ამბავი, ჩაურიცხოს ფიჭური ტელეფონის ანგარიშზე ფული და სხვა. ქართულ საზოგადოებაში საქმე კიდევ უფრო ჩახლართულია. აქ სექსი ქალისათვის ისეთი ბიოსოციალური საკომუნიკაციო აქტია, რასთანაც მისვლა დიდ და ხშირად აზრდაკარგულ რიტუალებს, მთელ რიგ სიმბოლურ და შინაარსით დატვირთულ მოქმედებებს (თამაშებს) მოითხოვს:
  • „დამიდე 10 000 ნივთმტკიცება და არგუმენტი, რომ გიყვარვარ“, „დამიმტკიცე, რომ სექსი მინდა“, „დამარწმუნე, რომ ეს სიბინძურე არაა“, „გაძლევ, მაგრამ უფრო პატიოსანი ვხდები, ცაში ვმაღლდები“;
  • სიყვარულის ხატოვანი ახსნა, გაკერპება, სტაბილურად ხანგრძლივი ვირტუალური მიმოწერა, დიდი ყურადღება;
  • „ჭიდილი“ „მომცემ-არ მოგცემ“, „არ შემიძლია/არ ვარ მზად“, „ჯერჯერობით ისევ რძეს ვშარდავ“ და ა. შ.;
  • საკომუნიკაციო დრამატურგიის სიღრმე, დრო, ხანგძლივობა, რის შემდეგ ქალი მიდის/ებმება სექსუალურ ურთიერთობებზე.
  1. სექსუალური მოტივატორისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს საკუთარი როლი და პოზიცია მომავალ ურთიერთობებშირამდენად მიმზიდველია მისთვის ფსიქო-ფიზიოლოგიური კრიტერიუმებით „მასწავლებლის“, „პიონერი-განმანათლებლის“ ან კიდევ „მოსწავლის“ როლი სქესობრივ კომუნიკაციაში? ანდა, საერთოდ, რა როლია მისთვის ოპტიმალური? ხომ არ იწირავს სასიყვარულო გრძნობებს, ხალას ემოციებს ძიებისა და სექსუალური კონტაქტის მდგომარეობა? ხომ არ ხდება ამ დროს მამაკაცი უბრალოდ სექსუალური ინსტინქტით მართვადი ავტომატი?

უკიდურესობაა, როდესაც ქალის სექსუალური ყოფაქცევა იმდენად ტაბუირებულია რელიგიური ან ცრუმორალისტური პათეტიკით, რომ მას სხვა არაფერი რჩება თუ არა მოახდინოს არარეალიზებული სექს-ფანტაზიების სუბლიმაცია „ყოვლისშემძლე ღმერთისათვის“ გარკვეული ზემამაკაცური თვისებების სექსუალურ კონტექსტში გადაცემაში: მოწყალე, ნეტარების მომნიჭებელი, მოსიყვარულე, მაცხონებელი, მფარველი, მოალერსე და ა. შ. ამასთან დაკავშირებით, უნდა გავიხსენოთ, რომ მიუხედავად ხელისუფლების სისტემური მცდელობებისა, ჩვენი საზოგადოება, თავისი ძირითადი მასით, ჯერ კიდევ არ არის მზად, მიიღოს „თავისუფალი ქალის“ ფენომენი, რამეთუ ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ნაწილად მაინც ქალის შებოჭილი სექსუალობა წარმოუდგენია.

 

სოსო მიქელაძე


კომენტარები

სხვა სიახლეები