სექსმუშაკი ქეთი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბიძაშვილი აღმოჩნდა (ვიდეო)

სექსმუშაკი ქეთი, რომელიც გუშინ ჯაჯნიძის შოუში მამაკაცების სექსმოთხოვნებზე საუბრობდა, პრეზიდენტ მარგველაშვილის ბიძაშვილი აღმოჩნდა.

გუშინ, გადაცემაში „სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად“ ვნახეთ სექსმუშაკი, რომელმაც თავისი ცხოვრების ისტორია გულახდილად მოყვა.
ისაუბრა მძიმე ბავშვობაზე, მამაკაცებზე, რომლებიც მისი მომხმარებლები არიან. ხაზი გაუსვა მომხმარებლის ძირითად მოთხოვნებს, მათ სექსუალურ ფანტაზიებს. არ დაუმალავს სახე, მაგრამ დამალა გვარი. ვინაიდან, როგორც თავად თქვა, ქეთი საქართველოში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის ნათესავი, კერძოდ ბიძაშვილი გახლავთ. მიუხედავად წამყვანის თხოვნისა, რესპონდენტმა ამ გავლენინი პირის ვინაობა არ დაასახელა.
ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ ქეთი, არც მეტი არ ნაკლები, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბიძაშვილია. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ქეთის დავუკავშირდით.
– ქეთი, „პრაიმ ტაიმიდან“ გაწუხებთ.

– გისმენთ.

– გუშინ, გია ჯაჯანიძის შოუში თქვენს გავლენიან ბიძაშვილზე საუბრობდით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს გავლენიანი პირი პრეზიდენტი მარგველაშვილია.

– მოდით, დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი, არ მინდა მის ყურამდე მივიდეს ეს ყველაფერი.

– ანუ არც ადასტურებთ და არც უარყოფთ ამ ინფორმაციას?

– არც ვადასტურებ და არც უარვყოფ… კი, ბიძაშვილი ვარ ალალი.

წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

სხვა სიახლეები