სექსი და ინფარქტი

„სექსი, შეიძლება, სასიკვდილოდ საშიში აღმოჩნდეს“, – ამტკიცებს ბოსტონის სამედიცინო ცენტრის სწავლულთა ჯგუფი, ოსოი დახაბრეს ხელმძღვანელობით.

საქმე ისაა, რომ სექსი, ისევე, როგორც, მაგალითად, გარბენი, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი დაძაბვაა, ასეთმა ფიზიკურმა დატვირთვამ კი, შეიძლება, გულის შეტევა გამოიწვიოს მათში, რომლებსაც დიდი ხანია, არ უვარჯიშიათ.

სწავლულებმა გააანალიზეს ჩატარებული კვლევების მონაცემები და გამოთვალეს კავშირი ფიზიკურ დატვირთვასა (სექსის ჩათვლით) და გულის შეტევებს (მათ შორის – სასიკვდილო) შორის.

ფიზიკური აქტივობა და სექსი საშიშია იმათთვის, ვინც არარეგულარულად ვარჯიშობს. ამგვარად, შემთხვევით სექსს მეტი ალბათობით მივყავართ ინფარქტამდე, ვიდრე რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას. ამგვარად, შეიძლება, ითქვას, რომ ცოლქმრული ცხოვრება ადამიანს ინფარქტისგან იცავს. სექსუალური კონტაქტის დროს, ან მისი დასრულების შემდეგ, შეტევის საშიშროება 2,7-ჯერ იზრდება. ამის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია დღეში 30-წუთიანი ფიზიკური დატვირთვა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სექსი გულზე ისეთ დატვირთვას იძლევა, რომელიც რამდენიმე კიბის საფეხურზე ასვლისას მიღებულ დატვირთვას არ აღემატება. ასე რომ, გულით ავადმყოფი ადამიანები არ უნდა მოერიდონ სექსს.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები