“სექსის გამო ბავშვებს არ უნდა ვკლავდეთ, სექსუალურ განათლებას ოჯახი უნდა აძლევდეს” – ცისნამი საყვარლიშვილი
“ვინაიდან ჩემს პოსტებს ამხელა ყურადღებას აქცევენ, მიაქვს სხვადასხვა სააგენტოს, დებს ნიუსად და შემდეგ მიდის ლანძღა-გინება.
რამდენიმე შესწორებას შევიტან ჩემი პოზიციის უკეთ დასაფიქსირებლად.
1. სექსის გამო ბავშვებს არ უნდა ვცემდეთ და ვკლავდეთ!
2. ბავშვს სექსუალურ განათლებას ოჯახი უნდა აძლევდეს, ანუ მშობლებისგან გაიგოს, რა არის სექსი, რა საფრთხე შეიძლება – ჰქონდეს არასწორ, ადრეულ ასაკში სექსს. სექსზე საუბარი სირცხვილი არ უნდა იყოს. აქ, ამერიკაში მშობლები საუბრობენ თავიანთ შვილებთან ამ თემაზე.
3. არასრულწლოვანს არ უნდა ჰქონდეს სექსი, მაგრამ მას თუ უნდა ამის გაკეთება, მაგისთვის არ უნდა მოვკლათ. მე არ ვამბობ, რომ ამ ბავშვს უნდოდა, ზოგადად ვამბობ.
4. 23 წლის კაცმა 14 წლის ბავშვზე ძალა არ უნდა იხმაროს და გააუპატიუროს. მასეთები მკაცრად უნდა დასაჯოს კანონმა.
5. ყველამ უნდა აგოს პასუხი ამ ბავშვის სიკვდილის გამო: იმ ბიჭმა, ბაბუამ, ბიძამ, სოციალურმა მუშაკმა და საზოგადოებამ, რომელიც გულგრილია ასეთი ფაქტების მიმართ!
6. ამერიკაში 14 წლისებს ჰყავთ თავიანთი ასაკის ბოიფრენდები. მათ შეუძლიათ, სახლშიც მიიყვანონ და ოჯახს გააცნონ ისინი. აქ ადრეულ ასაკში არ ქორწინდებიან. აქ გაუპატიურება მძიმე დანაშაულია. აქ სექსის გამო შვილებს არ კლავენ! აქ სექსი სირცხვილი არაა!
აქ არასრულწლოვანთან სექსი დანაშაულია, თუმცა, ზოგიერთებს 14 წლის ასაკში უკვე აქვთ სექსი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწორია, მაგრამ ეს მათი არჩევანია!
7. ნუ მოვკლავთ შვილებს სექსის გამო, რადგან ქართული მენტალიტეტით ქორწინების გარეშე სექსი ბოზობაა და ოჯახის სირცხვილი!
ფაქტია, ამ მენტალიტეტმა უკვე იმსხვერპლა ნინი და თუ რამე არ ვიღონეთ, შეიძლება, სხვაც იმსხვერპლოს.