სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მისამართით მადლობის წერილი ვრცელდება.
ირანელი ქალი, რომელსაც თვითმფრინავში დავით სერგეენკომ სამედიცინო დახმარება გაუწია, მინისტრს მადლობას უხდის:
“პატივცემულო სერგეენკო, გწერთ რათა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ, იმ დახმარებისათვის, რომელიც ჟენევა-სტამბოლის რეისით ფრენის დროს გამოიჩინეთ ჩემს მიმართ. მსგავსი პროფესიონალური და გულისხმიერი დახმარება ბორტზე არასოდეს მიმიღია. თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისათვის და იმედს ვიტოვებ, კვლავ შევხვდებით და გაგაცნობთ ჩემი ოჯახის წევრებს”, – წერს ირანელი ქალი წერილში.
როგორც ირკვევა დავით სერგეენკომ ქალს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მთელი რეისის განმავლობაში სამედიცინო დახმარება გაუწია და თვითმფრინავის დაფრენამდე პირადად მართავდა პაციენტის მდგომარეობას.
შემთხვევა ჟენევა-სტამბოლის რეისზე რამდენიმე კვირის წინ მოხდა, მაშინ როცა მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტიდან ბრუნდებოდა.
სხვა სიახლეები