არქეოლოგებმა, სერბეთში რომის იმპერიის დროს შექმნილი წყალგაყვანილობის 10 კილომეტრიანი სისტემა აღმოაჩინეს.
წყალგაყვანილობა აწვდიდა სასმელ წყალს უძველეს ქალაქ ვიმინაციუმს, რომელიც აღმოსავლეთ სერბეთში მდებარეობდა. აღმოჩენა ადგილობრივი არქეოლოგების მიერ გაკეთდა.
აღნიშნული გაყვანილობა შეიქმნა ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. იგი აშენებულია ქვისგან.