სენსაციური აღმოჩენა – რას მიაკვლიეს ქუთაისში? (ფოტო, ვიდეო)

ქუთაისში სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს განძის დაცვის პოლიციამ ქუთაისთან ახლოს დიდი რაოდენობით ძველქართული მონეტები აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, აღმოჩენა ძალიან ძვირად ღირებულია, რადგან მონეტების საერთო ღირებულება შესაძლოა, ათეულ მილიონობით ლარს შეადგენდეს.
მონეტები, სავარაუდოდ, ქართული ისტორიული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად იქცევა. ცნობილია, რომ განძი ქუთაისთან ახლოს, მდინარე სავერცხლიას ხეობაში იპოვეს. აღმოჩენასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც განძის დაცვის პოლიციის პრესსამსახური აცხადებს, იმის გამო, რომ არსებობს ხალხის დიდი ნაკადის თავმოყრის და თვითნებური არქეოლოგიური გათხრების დაწყების საფრთხე, აღმოჩენის ზუსტი ადგილმდებარეობა არ სახელდება. მონეტებს უტარდებათ ექსპერტიზა. დეტალებს კი უახლოეს მომავალში შევიტყობთ.
წყარო: Ambebi.ge

381d9bd4c1.images.new_photo.axali_fotos.mosaics.monetebi-1

b2cd797df2.images.new_photo.axali_fotos.mosaics.monetebi-2

კომენტარები

სხვა სიახლეები