ინგრედიენტები:
დაკონსერვებული ტუნეცი – 1 ქილა;
მაიონეზი – 2-4 ჩ.კ;
კვერცხი (მოხარშული) – 1 ცალი;
ლიმონის წვენი – 1 ჩ/კ;
ხახვი – 2 ს/კ;
სალათის ფურცელი – 4 ცალი,
თეთრი პური – 4 ცალი.
მომზადების წესი: ტუნეცს წყალი გადავუწუროთ და ჩანგლით დავჭყლიტოთ. კვერცხი და ხახვი წვრილად დავჭრათ. პური შევწვათ. ტუნეცი, კვერცხი, ხახვი, ლიმონის წვენი და მაიონეზი ერთნამეთში ავურიოთ. პურის ნაჭერს სალათის ფურცელი დავადოთ, შემდეგ – ტუნეცის შიგთავსი, ისევ – სალათის ფურცელი და ბოლოს, პურის მეორე ნაჭერი.