ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელსაც გასულ წელს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, სიძეს – ბენ დომენექს სთხოვა, მის ქალიშვილს მიხედოს. ბენ დომენექი ჟურნალ The Federalist-ის გამომცემელი, ბლოგერი და პუბლიცისტია. ინფორმაციას, ამ თხოვნის შესახებ, გაზეთი The Arizona Republic-ი დომენექის ტვიტზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ტვიტის გამოქვეყნების შემდეგ, ავტორმა ის დაახლოებით ორ საათში წაშალა.
„დღეს ჯონი გადამეხვია. მთხოვა, რომ მეგანს მივხედო. ვუთხარი, რომ აუცილებლად მივხედავ. წადით თქვენი… უსულო გარეკილებო.. ჯოჯოხეთში მოხვედრას გისურვებთ.“
ამ თვეში, 81 წლის მაკეინი საავადმყოფოში კუჭნაწლავის ინფექციური დაავადებით მოხვდა და მას ოპერაცია გაუკეთეს. მეუღლის თქმით, ოპერაციის შემდეგ ის თავს კარგად გრძნობდა. მაკკეინს შარშან, ივლისში გლიობლასტომას დიაგნოზი დაუსვეს, რაც ტვინის სიმსივნის აგრესიულ ფორმას წარმოადგენს.
სხვა სიახლეები