კომპანია Transform Cosmetic Surgery-ის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში 18-დან 24 წლამდე 2000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ფოტო სელფი – საკუთარი თავის ფოტოგრაფია – არ არის ეგოცენტრიზმის ნიშანი. ასეთი ფოტოები ავითარებს ახალგაზრდა ადამიანების პიროვნულ თვისებებს, ზრდის მათ თვითშფასებას და თავდაჯერებულობას – წერს The Indian Express.
როგორც მამაკაცები, ასევე ქალები ფოტოს ძირითად შტრიხად თვალებს მიიჩნევენ. განსაკუთრებულ მომხიბვლელობას კი, რესპონდენტთა აზრით, ფოტოს ღიმილი სძენს. ყველაზე არასასურველი თავისებურება რესპონდენტებისთვის სიმსუქნე აღმოჩნდა. ამ ფაქტს უკავშირებენ სპეციალისტები იმას, რომ სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარულია სავარჯიშო დარბაზებში გადაღებული “ბელფი” (თეძოების ფოტოგრაფია) და სელფი.
გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 25-დან 34 წლამდე გამოკითხულებს მოსწონთ საკუთარი სხეული. ყველაზე მეტად სხეულით 29 წლისანი არიან კმაყოფილნი.
ამერიკის სახის პლასტიკური და რეკონსტრუქცული ქირურგიის აკადემიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ სელფი ხშირად ხდება ადამიანების მიერ პლასტიკური ოპერაციის გაკეთების მიზეზი. ბევრი მიდის ოპერაციაზე მხოლოდ იმისათვის, რომ სოციალურ ქსელში უკეთ გამოიყურებოდეს.
წყარო: მკურნალი.ჯი