სელფის ახალი ნაირსახეობა ”ბელფი” ინტერნეტში პოპულარობას იხვეჭს

სანამ მსოფლიოს მასშტაბით კეთდება მოწოდებები, რომ ხალხი ”სელფზე” დამოკიდებულებისგან განიკურნოს, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ახალი ”საფრთხე”, მალე ფსიქოთერაპევტებს ახალი თავსატეხი გაუჩნდებათ. ვარსკვლავების მიბაძვით ინტერნეტ-მომხმარებლებმა ”ბელფის” გადაღება დაიწყეს. ეს გახლავთ სელფის ნაირსახეობა, სადაც ფოტოს ავტორის უკანალი ფიგურირებს.

სახელწოდება ”ბელფი” წარმოიშვა ორი ინგლისური სიტყვის butt (უკანალი) და სელფის შერწყმით. რამდენიმე დღის წინ კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა ბორა-ბორას კუნძულებზე დასვენების დროს საკუთარ იახტაზე გადაიღო შიშველი ფოტო. ფოტო, რომელიც მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განათავსა, მილიონამდე მოწონებას ითვლის. ასე რომ, “ბელფი” დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება და შეიძლება მალე სელფიც “შეავიწროვოს”.

dd46f8b747.images.new_photo.biberi_b856a

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები