ჰოლივუდელი მსახიობის, სელმა ჰაიეკის ქმარი, ჰენრი პინოლტი – ფრანგი ბილიონერი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისა და ხელახლა აშენებისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს.
,,ეს ძალიან რთულია არამხოლოდ ფრანგებისთვის, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ნოტრ-დამი მსოფლიოს ერთ-ერთი უძვირფასესი ღირსშესანიშნაობაა”, – განაცხადა ჰენრი პინოლტმა.