სეზონის ყველაზე მოდური ფერები (ფოტოკოლაჟი)
ვარდისფერი და ცისფერი – ეს ის ორი ფერია, რომელიც ამ სეზონზე ყველაზე მოდური და პოპულარულია. მსოფლიო მოდის სფეროში ეს არჩევანი ასე დაასაბუთეს: „დღეს ადამიანები საკუთარი თავის რეალიზებას ცდილობენ და ხშირად ძიებაში არიან, ამავე დროს, თანამედროვე სამყაროში რთულია, თავი დაცულად იგრძნო. ამიტომ ფერები, რომლებიც სიმშვიდის შეგრძნებებს გვგვრიან, როგორც არასდროს, აქტუალურია“, – წერს უცხოური მედია.
გარდა ვარდისფერისა და ცისფერისა, ამ სეზონზე ასევე აქტუალურია ცივი ნარინჯისფერი, ლურჯი, ყვითელი (მზის ფერი) და ცივი ყავისფერი.