საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა (ფოტოკოლაჟი)

პირველად 37 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ აფრიკაში ნამდვილი ზამთარი დადგა. საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა.
ეს ფაქტი ალჟირში, ქალაქ აინ-სეფრას მახლობლად დაფიქსირდა, რომელიც ზღვის დონიდან 1000 მეტრში მდებარეობს.
Тhе Тelegraph-ის ინფორმაციით, ბოლოს ასეთი ფაქტი 1979 წლის თებერვალში დაფიქსირდა. თოვლი ერთი დღე-ღამის განმავლობაში არ დამდნარა.
უდაბნოს უცნაური პეიზაჟი, რომელიც თოვლით არის დაფარული, ფოტოგრაფმა კარიმ ბუჩეტამ დააფიქსირა.

კომენტარები

სხვა სიახლეები