საჯდომების დაპირისპირება ქართულ შოუბიზნესში: „მე ბუნებრივი მაქვს, შორენას გაკეთებული აქვსო“

 

მოდელი თამო ვაშალომიძე საზოგადოებამ სკანდალურად გაიცნო. მედავითნე, რომელიც გაშიშვლდა, კარგა ხანია განხილვის საგნად იქცა. მოგვიანებით კი გადაცემა “პროფილში” პირად ცხოვრებაზე, ოჯახსა და მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა. დღეს იგი პოპულარული სახეა, ქართულ შოუბიზნესში თავი უკვე დაიმკვიდრა და ერთ-ერთი უკრაინული ჟურნალისთვისაც გადაიღო თამამი ფოტოები. შორენა ბეგაშვილი კი ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა.

პოპულარობა ჟურნალ “ფლეი ბოის” წყალობით მოიპოვა, რასაც მოჰყვა გადაცემა “ღამე შორენასთან” და სკანდალური რომანი დავით ბაგრატიონთან. ბევრს საუბრობენ ქართველი სექსსიმბოლოს პლასტიკურ ოპერაციებზე.

ერთ-ერთი ჟურნალის მტკიცებით, შორენამ ტუჩის, ცხვირისა და მკერდის ოპერაცია გაიკეთა. თუმცა თავად ყველაფერს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მისი სილამაზე ბუნებრივია.

“რომ ამბობენ, შორენას თვალის ჭრილი, ნიკაპი, ლოყა, ცხვირი და ყველაფერი გაკეთებული აქვსო, მეცინება. თვითონ ნუ გაიკეთებენ ოპერაციებს და ბედნიერები იყვნენ. ის დრო, რასაც საჭორაოდ ხარჯავენ, თმის ვარცხნას ან ვარჯიშს მოახმარონ, არ მოსწიონ, სვან ბევრი სითხე და ფეხით ისეირნონ”,-ამტკიცებს შეორენა.

მთელ მსოფლიოში მოზრდილი და მრგვალი უკანალის ბუმია, რაც ნაწილობრივ კიმ კარდაშიანის დამსახურებაა. ცნობადი სახეები ცდილობენ, ვარჯიშის შედეგად სასურველი ფორმები მიიღონ. საზოგადოებას ახალი საჭორაო თემა მიეცა და ადარებენ – შორენას საჯდომი ჯობია თუ თამოსი. ვარშალომიძე მომხდართან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს: „ყველას თავისი გემოვნება აქვს, ზოგს შეიძლება შორენას უკანალი მოსწონდეს, ზოგს ჩემი. მე ვვარჯიშობ და ბუნებრივი მაქვს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ასე მითხრეს, შორენას გაკეთებული აქვსო”.

წყარო: http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები