სოციალურ ქსელში ამბავი ვრცელდება. თუ როგორ გადაარჩინა პატარა ბიჭმა მიტოვებული იხვი. ამის შესახებ ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.
“უამრავ მიუსაფარ ცხოველს, ყვავსაც გაუვლია ჩემს ხელში, მაგრამ იხვი პირველი შემთხვევაა.დიდი ალბათობით სახლში გაზარდეს, გაერთნენ და მერე მზიურის პარკში დატოვეს .
საცოდავად დაბაჯბაჯებდა და ლამის ძაღლების მსხვერპლი გახდა, მაგრამ კეთილმა დედამ და ბიჭმა გადაარჩინეს და ლაშაც დაარქვეს.
ჰოდა ლაშა ჯერ კიდევ თინეიჯერია, მაგრამ ეძებს მზრუნველ პატრონს, რომელმაც იცის მოვლა და აუცილებელი მოთხოვნაა არ დაკლას”, – წერია ფეისბუქპოსტში.
Next Post
სხვა სიახლეები