“სახლებს რომ ართმევდი ხალხს, მაშინ კაცი არ იყავი?” – აქციის მონაწილე მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა (ვიდეო)
მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“სახლებს რომ ართმევდი ქართველ ხალხს, მაშინ კაცი არ იყავი?”, – ამ სიტყვებით მიმართა აქციის მონაწილემ ხაზარაძეს.
მანამდე, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.