სახის კანის მოსავლელი კოქტეილები

“მკურნალი.გე”-ს მკითხველი გვწერს, რომ რამდენიმე ათეული წელია მისდევს კოსმეტოლოგიას და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩვენი ქალების უმრავლესობამ არ იცის, როგორ მოუაროს სახის კანს. მაგალითად, მისი თმქით, ბევრს მიაჩნია, რომ პირისკანის მოსავლელად საკმარისია კრემები, ნიღბები და ხარისხიანი კოსმეტიკა. “დიახ, კანს, რა თქმა უნდა, სჭირდება ნიღბებიც, კრემებიც, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა აქვს კვებას. გაზაფხულობით ორგანიზმი ყველაზე მეტად არის გამოფიტული. კოქტეილები, რომელთა რეცეპტებსაც ქვემოთ გთავაზობთ, თქვენს სახეს არაჩვეულებრივ ფერს მისცემს”, – გვწერს მკითხველი.

კიტრის კოქტეილი: ერთმანეთს შეურიეთ 100 გრამი კიტრის წვენი, 100 გრამი სტაფილოს წვენი, 50 გრამი ნიახურის წვენი.
ნიახურის კოქტეილი: აიღეთ 50 გრამი ნიახურის წვენი, დაასხით 100 გრამი რძე, დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ლიმონის წვენი.

პომიდვრის კოქტეილი: აიღეთ 150 გრამი პომიდვრის და 1 სუფრის კოვზი ნიახურის წვენი, დაამატეთ 50 გრამი ლიმონის წვენი.

ვაშლის კოქტეილი: აიღეთ 200 გრამი ვაშლის წვენი, დაამატეთ 1 ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი.

სტაფილოს კოქტეილი: აიღეთ 200 გრამი სტაფილოს წვენი, დაამატეთ ნახევარი ფორთოხლისა და მეოთხედი ლიმონის წვენი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა კეფირი ან მაწონი.

კოქტეილს ბოლომდე ნუ დალევთ, ცოტაოდენი მოიტოვეთ და ბამბის ტამპონით სახეზე წაისვით.

წყარო: www.mkurnali.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები