“სახელმწიფო გრანტი ამიღია ანუ ორი წელი კაპიკი არ უნდა გადამეხადა”-ილიაუნის სტუდენტის დაუჯერებელი ამბავი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სალომე ჩადუნელი ორი წლის განმავლობაში სწავლის საფასურს იხდიდა. როგორც აღმოჩნდა, მას სახელმწიფო გრანტი აუღია და თანხა უკან ჩაურიცხეს. ამის შესახებ, სტუდენტი სოციალურ ქსელში წერს:
“სრულიად წარმოუდგენელი, დაუჯერებელი და გასაგიჟებელი ამბავი დამემართა, წასაკითხი, მოსაყოლი, დასამახსოვრებელი – უნივერსიტეტში ვიყავი მაგისტრატურის დიპლომის ასაღებად, ცოტა ხანში გამოდის ქალი გაკვირვებული სახით და მეკითხება:
– ის თანხა, რასაც ორი წელი იხდიდით პლუსში გაქვთ არგუსზე, დასაბრუნებელია თქვენს ანგარიშზე უკან და რა ხდებაო? მეთქი-ალბათ, რამე შეცდომაა.
დავრეკე ფინანსურ დეპარტამენტში და მესმის ქალის სიცილი, თან ბედნიერი, თან გაოცებული… ანუ რა მოხდა ხალხოო….
მაგისტრატურაზე სახელმწიფო გრანტი ამიღია, 100%-იანი, ანუ ორი წელი კაპიკი არ უნდა გადამეხადა, მე სიები არ შევამოწმე (უაზროდ დარწმუნებულმა, რომ ქულები არ მეყოფოდა) ხელშეკრულება სტანდარტულად დამიდეს, იქამდე, სანამ გრანტის სია დაიდებოდა და მე, მთელი ორი წელი თანხა ვიხადე არაფერში ხალხოო, უფრო სწორად ვაგროვეეე… ისტერიკა მაქვს და ისეთი ბედნიერი ვარ, ვერ აღგიწერთ.
მითხრეს, რომ ასეთი ისტორია ილიაუნს არ ახსოვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State Universityn”.