სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის იუჟნი–სახალინსკის მთავარი ნაძვის ხე. შემთხვევა საახალწლო კონცერტის დროს მოხდა.
ჩანაწერში ისმის, რომ კონცერტის წამყვანი მოედანზე შეკრებილებს მოუწოდებს პანიკაში არ ჩავარდნენ, პირიქით გააგრძელონ გართობა და ხმაური.
წამყვანი ხალხს მოუწოდებს, ნაძვის ხესთან ახლოს არ მივიდნენ, თუმცა ამბობს, რომ „არაფერი საგანგაშო არ მომხდარა“.
2 მეტრიანი საახალწლო ნაძვის ხის აალების წინასწარ მიზეზად, პეტარდის წარუმატებელი გასროლა და უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობა სახელდება. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
სხვა სიახლეები