საცხოვრებელ სახლში მილიონობით მწერის დაბუდების გამო, ოჯახი იძულებული გახდა, გამოსახლებულიყო (ფოტოები)

ტაილანდის ერთ–ერთ პროვინციაში 10 მაისს კოკისპირულად გაწვიმდა, შედეგად, ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში უამრავმა პატარა შავმა მწერმა მოიყარა თავი. მილიონობით მწერის ასეთი ქმედების გამო, ოჯახი იძულებული გახდა, გამოსახლებულიყო.

მწერები ტაილანდური პატარა ხოჭოების ერთ–ერთ სახეობას წარმოადგენენ, ისინი ამ დროისათვის კვლავ „უტევენ“ სახლის კედლებსა და იატაკს. ცდილობენ „სამუდამოდ დამკვიდრებას“. ოჯახმა საკუთარი ძალებით სცადა პარაზიტებთან გამკლავება, მაგრამ – უშედეგოდ. ამ დროისათვის შესაბამის სამსახურს ელოდებიან, რათა მოხდეს სახლის ტერიტორიის შეწამვლა და ხსნარებით დამუშავება.

კომენტარები

სხვა სიახლეები