მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, „გარდენ ჰოლში“ საზეიმოდ გაიხსნა.
ფესტივალი „საჩუქარი“ უკვე 15 წელს ითვლის. ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე „საჩუქარი 2015-ის“ ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „საჩუქარი 2015-ის“ ლაურეატები გახდნენ – დავით დოიაშვილი, მარი ჯანაშია, გია ყანჩელი, ნანა ფაჩუაშვილი, საშა ვალცი, ნანი ჩიქვინიძე და მანანა მენაბდე.
ფესტივალის ფარგლებში, თბილისის თეატრები ქართულ და უცხოურ დასებს უმასპინძლებენ და თბილისელ მაყურებელს, ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიო ხელოვნების შედევრების ხილვის საშუალება ექნება. სპექტაკლებისა და მასტერკლასების გარდა, „საჩუქარი 2015-ზე“ პერსონალური გამოფენები გაიმართება.
ფესტივალმა „საჩუქარი“ თავისი ისტორიის მანძილზე თეატრისა და კინოს მრავალ ვარსკვლავს უმასპინძლა.