საჩუქარი საკუთარი თავისთვის – განქორწინების შემდეგ

ეს პატარა სახლი, რომლის მშენებლობა და მოწყობა მხოლოდ 11 ათასი დოლარი დაჯდა, აიდაჰოელ არქიტექტორს მეისი მილერს ეკუთვნის.

tiny-house3

პატარა კომფორტული სახლის აშენებაზე მეისი წლების განმავლობაში ოცნებობდა, თუმცა დაძაბული სამუშაო სურვილის განხორციელების დროს არასოდეს უტოვებდა.

თუმცა გასულ წელს მილერის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა და სახლის აშენების მოტივაციაც უცებ “მოიძებნა” –  განქორწინების შემდეგ სახლი დაკარგა და ახალი საცხოვრებლის მაქსიმალურად სწრაფად აგება მეისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.

სახლის ასაშენებლად მეისი მილერს ორი წელი, სამშენებლო მასალებში უკეთ გარკვევა და 11 ათასი დოლარი დასჭირდა.

tiny-house4

სახლის ფართობი სულ 18 კვადრატული მეტრია, თუმცა აქ თითქმის ყველაფერია, რაც მეისის კომფორტული ცხოვრებისთვის სჭირდება – კარგად აღჭურვილი სამზარეულო, სააბაზანო, მისაღები ზონა და საძინებელი ოთახი.

tiny-house5

მეისი მილერი: “ამ სახლმა განქორწინების შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყების მოტივაცია გამიჩინა. და ახლა მაქვს ჩემი საკუთარი სახლი და ვარ თავისუფალი!”

tiny-house7

მეისი მილერის მინიატურული სახლის დანარჩენი ფოტოები ჩვენს გალერეაში:

tiny-house9tiny-house10tiny-house11tiny-house12tiny-house14tiny-house15tiny-house16tiny-house17tiny-house18tiny-house19tiny-house20tiny-house21
წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები