საშობაო მოგზაურობის დაწყებამდე, სანტა კლაუსი ლაპლანდიიდან მსოფლიოს მოსახლეობას მიმართავს.
„ჩვენ, ყველამ ძალიან განსხვავებული და რთული პერიოდი გამოვიარეთ. იმედი მაქვს, რომ შობის სეზონი მცირე შვებას მოგვიტანს. ახლა დროა, მოვდუნდეთ და გავატაროთ შობა საყვარელ ადამიანებთან ერთად, თუმცა, ასევე უნდა გვახსოვდეს მეგობრები, ნათესავები ან უბრალოდ ნაცნობები, რომლებთან დაკავშირებაც მრავალი ახალი გზით არის შესაძლებელი. არავინ უნდა დარჩეს მარტო, კონტაქტი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. მშობლებმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რადგან გასული პანდემიური წელი მათთვისაც რთული იყო. ბევრმა ბავშვმა ამის შესახებ მითხრა. სათამაშოებისა და ტექნიკის საჩუქრად მიღების სურვილებს შორის იყო მშობლებთან ერთად დროის გატარების ბევრი იმედი. ვუსურვებ ყველას ძალიან ბედნიერ და მშვიდობიან შობას. იყავით უსაფრთხოდ და ჯანმრთელად. გახსოვდეთ, დაიცვათ ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და ინსტრუქცია“, – აცხადებს სანტა კლაუსი საშობაო მიმართვაში.