“საშინლად გახდა, ფილტვებში სულ წყალი აქვს” – როგორია ზურა დოიჯაშვილის მდგომარეობა

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი რამდენიმე კვირის წინ ისრაელის კლინიკაში მოათავსეს.

ის ამ დრომდე აპარატზეა შეერთებული. ქართველი მომღერლის დიაგნოზს ებრაელი ექიმები თითქმის ერთი წლის მანძილზე ვერ ადგენდნენ, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა.

ზურა დოიჯაშვილის მეგობარი, ნუგზარ კვაშალი არსებულ ვითარებაზე “პრაიმტაიმთან” საუბრობს:

“ზურა ისევ  კლინიკაში რჩება ისრაელში, ისევ აპარატზეა შეერთებული. ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი, აღმოჩნდა, რომ ტუბერკულოზის ბაქტერია აქვს, რომლის გამოც მთელ ფილტვებში წყალი აქვს და ამიტომაც ვეღარ სუნთქავდა.

მსუქანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ძალიან გახდა და აპარატის მეშვეობით სუნთქავს.

ჭამა არასდროს  უყვარდა, მაგის საჭმელი იყო სიგარეტი და თუთუნი, იმედი გვაქვს, გამოვა მდგომარეობიდან”, – აცხადებს კვაშალი.

წყარო: “პრაიმტაიმი” 

კომენტარები

სხვა სიახლეები