საშვილიშვილი ცოდვა დაადებინრს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის – რას წერს კობიაშვილის მეუღლე ქმარზე

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე სოციალურ ქსელში მისი ქმრის მიერ მოკლულის თაზო გორთამაშვილის შესახებ წერს და ამბობს, რომ მასთან ერთად მისი ქმარიც მოკლეს, რადგან ეს არ იყო განზრახ ჩადენილი მკვლელობა და მის ქმარს ცოდვა ჩაადენინეს:

“თაზოს ფოტოები ვნახე
და…
მოვკვდი…
საშვილიშვილი ცოდვა დაადებინრს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.
თქვენ გგონიათ მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!
ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი…
ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია დამიჯერეთ.
ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს…
არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი”!.- წერს კობიაშვილის მეუღლე.
შეგახსენებთ რომ 17 თებერვალს გუდაურში დაპირისპირება მოხდა რაც მსხვერპლით დასრულდა. მერაბ კობიაშვილის მიერ გასროლილი იარაღით 28 წლის თაზო გორთამაშვილი ადგილზე გარდიცვალა.
მოგვიანებით ინციდენტის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გავრცელდა სადაც ჩანს თუ როგორ ესხმის თავს რამდენიმე მამაკაცი მერბ კობიაშვილს. სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოტო სადაც ჩანს ნაცემი მერაბ კობიაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები