საყვარელი ქმრის გამო ქართველმა პატარძალმა იუდაიზმი მიიღო

მოსკოვში კიდევ ერთი მილიონიანი ქორწილი გაიმართა, რომელმაც მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო.
საქართველოში, ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი ცნობილი მილიარდერის შალვა ჩიგირინსკის (რომელიც დედით ებრაელია და მამით კი ბერძენი) ასევე მილიონერი ძმის შვილმა მიხაილმა ქართველი მილიონერის ვახტანგ ფხაკაძის ქალიშვილი ნატა შეირთო ცოლად. ქორწილმა ყველა დამსწრეზე მოახდინა შთაბეჭდილება უშველებელი ტორტით, სპეცეფექტებით და უამრავი ვარსკვლავით.
ქორწილი უშველებელ დარბაზში ჩატარდა და მას ვერა ბრეჟნევა და მაქსიმ გალკინი უძღვებოდნენ. სოლიდური ჰონორარის გამო გალკინი საკუთარი შვილების დაბადების დღიდან გამოიქცა და ქორწილი წაიყვანა. დაპატიჟებულ ვარსკვლავებს შორის იყვნენ ფილიპ კირკოროვი, ქეთა თოფურია, ბრიტანული ჯგუფი Bლუე-ც კი, რომლის ჰონორარის ოდენობა საიდუმლოდ დარჩა.წყვილი რამდენიმე წელია ხვდება ერთმანეთს, თუმცა ქორწილის გადახდა ახლა გადაწყვიტეს, თანაც, ებრაული წესით – ნატამ საყვარელი ქმრის გამო იუდაიზმი მიიღო.
ზეიმს არ ესწრებოდა სიძის სკანდალური ძმა შალვა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკაში დააკავეს “არასრულწლოვანთან უკანონო სქესობრივი კონტაქტის ბრალდებით”. უფრო მეტიც, მილიარდერის მხრიდან ძალადობაზე მისმა ქალიშვილმაც კი ილაპარაკა და ახლა ჩიგირინსკი სასამართლოს ელოდება აშშ-ში.25 წლის მიკასა და 26 წლის ნატას, რომელიც მოსკოვში სოლიდური კომპანიის პროექტების მენეჯერია, ერთ-ერთ ლამაზ და მყარ წყვილად მიიჩნევენ. ცოლობა მიკამ ნატას ნიუ-იორკში სთხოვა, სადაც წყვილი დასასვენებლად იმყოფებოდა.

წყარო:http://www.movlenebi.ge/geo/main/index/1301

კომენტარები

სხვა სიახლეები