საღამოს 8 საათისთვის მზის სრული დაბნელება მოხდება – ასტროლოგის რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ

ასტროლოგი, სოფია ბზეკალავა სოციალურ ქსელში დღევანდელ მზის დაბნელებაზე წერს, რომელიც საღამოს რვა საათისთვის იქნება და ოპტიმიზმისკენ მოგვიწოდებს:

„მზის დაბნელება მშვილდოსანში, სელენა მშვილდოსანში – და რა არის თქვენი ყველაზე თამამი ოცნება და მიზანი?  იქნებ, დადგა დრო, რომ სამყაროს რწმენითა და ოპტიმიზმით შეხედოთ? როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მშვილდოსანი, უოლტ დისნეი ამბობდა: “თუკი შენ ამაზე ოცნება შეგიძლია, ე.ი, განხორციელებასაც შეძლებ!”. იყავით უგზო-უკვლოდ და უკანმოუხედავად ოპტიმისტები. სამყარო იცვლება, სულ სხვა მენტალურ ეტაპზე ავდივართ ყველა და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ჯადოსნური,   იდეითა და რწმენით იწყება ყოველთვის”, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები