„საღამოს ურგანტი“ ეთერში იმ პირობით გამოვა, თუ მე უკრაინაზე საკუთარი აზრის დაფიქსირებას შევძლებ“ – ურგანტის ულტიმატუმი “პირველ არხს”

პოპულარული ტელეწამყვანი, ივან ურგანტი ცნობილია თავისი მტკიცე პოზიციით უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის კუთხით.

მსახიობი ერთ-ერთია იმ ცნობილი რუსი ადამიანებიდან, ვინც დატოვა ქვეყანა კრემლის რეპრესიული პოლიტიკის თავიდან ასაცილებლად. “პირველი არხის” საღამოს შოუს ვარსკვლავი ახლა ისრაელშია. ბევრი კოლეგის მსგავსად, წამყვანი არ გამორიცხავს, ​​რომ სამშობლოში დაბრუნდება, თუკი პუტინის აგრესიული პოლიტიკა შეიცვლება.

ურგანტმა განაცხადა, რომ მისი გადაცემა ეთერში მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ მასში თავისუფლად გამოთქვამს პირად პოზიციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორი, „პირველ არხს“ პოპულარული შოუს დახურვით დაემუქრა.

“პირველი არხის” ადმინისტრაციისა და ქვეყნის ხელისუფლების რეაქცია პროგნოზირებადი გახდა – ურგანტი ნონ გრატთა სიაში შეიყვანეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ იმ კულტურის მოღვაწეებმა, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ფედერაცია, უღალატეს თავიანთ სახელმწიფოს.
”მან ვერ ჩააბარა თავისი სამშობლოს ერთგულების გამოცდა, ეს ყველაფერია”, – თქვა პოლიტიკოსმა.

მსახიობი ამ გადაწყვეტილებამ არ გააღიზიანა – ურგანტმა უკვე უპასუხა, რომ მის ბედზე არ უნდა ინერვიულონ, რადგან მან უკვე მოახერხა სიცოცხლის დაზღვევა და სხვა ქვეყნის პასპორტი აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები