ფეისბუქგვერდი, „ტფილისის სტამბა“ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოების გავრცელების ფაქტებს ეხმიანება და „სხვათა საწოლში ჭვრიტინის“ გამო შეშფოთებას გამოხატავენ.
„ტფილისის სტამბაში“ სხვა პუბლიცისტებთან ერთათ ფრიად ვჰშფოთავთ, რად უჭვრიტინებენ ზოგ-ზოგნი სხვათა მათს საწოლებში და შემდეგ საქვეყნოთ აჭენებენ და ხითხითობენ, თითქოსდა ხვევნა-კოცნა და ალერსი საჩოთირო საქმე ჰყოფილიყოს. ბევრი წლების წინად ქართველნი დიაცნი ასეთს ფოტოგრაფიებს ჰღებულობდნენ და რას იფიქრებდნენ, ამდენი წლების შემდგომაც ვიღაც-ვიღაცანი აბანოში ჭუჭრუტანაში მომზირალთ მსგავსათ უგვანოთ მოიქცეოდნენ. ამის გამოდ ჩვენ გსთავაზობთ ორთაჭალის ტურფის ფოტოგრაფიას და ვამბობთ, რომ ხვევნა-კოცნა საჩოთირო სრულადაც არ არის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე „ტფილისის სტამბა“.
სხვა სიახლეები