“საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის” – კარანტინში მყოფი მამაკაცი პირობებზე, რომელშიც იმყოფება (ფოტო)

გიორგი ნათენაძე საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ერთ–ერთი პირია, რომელიც ბათუმში, საკარანტინო ზონაში იმყოფება. იგი სოციალურ ქსელში იმ სასტუმროსა და პირობების ფოტოებს ავრცელებს, რომელშიც ორი კვირა უნდა გაატაროს:

“კორონა – დღე პირველი

არ მინდა, თავი მოგაწყინოთ კარანტიზე საუბრით მაგრამ თურმე საჭიროა. ბევრი შემეხმიანა, გაუკვირდათ რომ ვწერდი კარგი პირობებიაო. მე გეტყვით რა ხდება და მიხვდებით რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეთ. მოცდას აზრი არ აქვს, ნურაფერს ელოდებით, ჩამოდიით. კარანტინში და საქართველოში საშიში არაფერია.

არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის.

მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტიურად პირველი დღეა. სასტუმრო სპუტნიკი, დაგუგლეთ და ნახავთ. მშვენიერი სასტუმროა კარგი პირობებით, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კიარა დასვენებისთვის წარმოუდგენელია 😁

– დღეში სამჯერადი კვება

– სისუფთავე და ჰიგიენური საშუალებები

– ტელევიზორი და ინტერნეტი

– ყავა / ჩაი, წყალი ყველა ოთახში

მართალია გარეთ ვერ გადიხარ და არც უნდა გადიოდე 🙂 წესით. თუ სამუშაო გაქვთ მაშინ იდეალური გარემოა ამ ყველაფრისთვის.

შეგიძლიათ იმუშავოთ, ივარჯიშოთ, კარგად გამოიძინოთ, სწორი კვების რეჟიმში ჩაჯდეთ და ნათესავები და მეგობრები მოიკითხოთ. დღეს 6 მეტრიან ოთახში ალბათ 2 კილომეტრი ვირბინე

თუ რამე გაკლიათ უთხარით ადმინისტრაციას და მოგართმევენ

კარებზე რომ მოგიკაკუნებენ ესეიგი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს :ან სიცხეს გიკონტროლებს. (ფილმში გეგონებათ თავი პირველ დღეს:

ჩემი მეუღლე და 3 ბავშვი 11 დღეა არ მინახავს და კიდევ 2 კვირა ვერ ვნახავ, მაგრამ და მაგრამ განწყობაა მთავარი

და

ყველაზე მთავარი არ დაგავიწყდეთ – თუ კარანტინში რატომ ხართ, ამით იცავთ პირველ რიგში თქვენს ოჯახს და მერე სხვის ოჯახებსაც და საქართველოს.

ისტორია: კარანტინში, რომ გაგვიშვეს 1 თვითფრინავის ხალხი 3 ავტობუსში გაგვანაწილეს, ხოდა ერთი მარნეულელი დარბის გამწარებული. მე იცი ვინავაროო, “ბიზმესმენი” ვარო სიმონო, ხოდა სიგარეტი უნდა მოვწიო არ მაინტერესებსო. ვაბშე აქ რამინდაო, ცხოველები ხო არ ვართო რომ შემოგვყარესო. მე არაფერი მჭირს და სახლში მივდივარო. ხოდა ახლა ზის ჩემს გვერდით ოთახში და მღერის გაუჩერებლად, ნერვებს იწყნარებს “ბიზმესმენი”

საჭმელს რაც შეეხება, შეგიძლიათ შეუკვეთოთ, გადაიხადოთ და მოგართმევენ თუ არ მოგწონთ.

სურათებში ნახავთ დერეფანს, ყველა ოთახთან საჭმელი დევს, ერთჯერადი თეფშებით და ჭიქებით.

თუ გაქცევას დააპირებთ იქვე ეზოში გელოდებათ პატრული და 3 წლიანი პატიმრობაში მიგაცილებენ აბა კარგი დასვენება.

თუ არ გავერთიანდით ტოროლას ვერ დავამარცხებთ

ხოდა კიდევ დიდი მადლობა ყველას, ნაცნობებს თუ უცნობებს გამოხმაურებისთვის. არაფერი მჭირდება, ყავა და სადუღარა მაქვს კარგი ხალხის დახმარებით”

კომენტარები

სხვა სიახლეები