საქართველოში 96 წლის მოხუცმა კორონავირუსი დაამარცხა

საქართველოში 96 წლის მოხუცმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ბაუს საერთაშორისო ჰოსპიტალი ავრცელებს ინფორმაციას:

“შემოყვანისას მას აღენიშნებოდა პნევმონია გართულებით – სუნთქვის მწვავე უკმარისობით; ასევე, თანმდევი დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობა და სტენოზი.

ჩვენი მედიკოსების დამხარებით, უხუცესმა ქალბატონმა ვირუსი დაამარცხა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და კოვიდ-ცენტრიდანაც უკვე გაეწერა.
ჯანმრთელობასა და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს გმირ ბებოს”.

კომენტარები

სხვა სიახლეები