საქართველოში ახალ ინოვაციურ პროექტს იწყებენ, რომლის ფარგლებში ყველა ცხოველი ეტაპობრივად დაიჩიპება. ჩიპის დახმარებით მეცნიერები შეძლებენ არა მხოლოდ ცხოველების ადგილმდებარეობის, არამედ მათი აზრებისა და სურვილების გაგებას.
ცხოველებისთვის განკუთვნილი ჩიპები შეიცავს სპეციალურ სენსორებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, წერილობით წაიკითხონ მათი ფიქრი, სურვილი და აზრი.
გლეხები ამ პროექტს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს გაამარტივებს ურთიერთობას ცხოველებთან. მაგალითად, ცხვრის, ქათმის ან ძროხის გადაწყვეტილებები და სურვილები უფრო მკაფიო იქნება.
რაც შეეხებათ კატებს, მათგან სავარაუდოდ ბრძანებების სახით მიუვათ შეტყობინებები ადამიანებს, მაგალითად: „მიდი, შუქი დააჩქარე!” ან “ამ სახლში უცხო ხალხი ნუ მოგყავს” და ა.შ
ეს რევოლუციური ნაბიჯი თანამედროვე სოფლის მეურნეობას უფრო მეტ ეფექტურობას და კომფორტს მოუტანს. ასევე გაუმარტივებს ადამიანებს შინაურ ცხოველებთან ურთიერთობას.
დღეს პირველი აპრილია:))