5 ყველაზე პოპულარული საროსკიპო თბილისში

საქართველოში პროსტიტუცია კანონით ისჯება, თუმცა საროსკიპოების მისამართი თითქმის ყველა ტაქსის მძღოლმა იცის.

1.ღამის ბარი “ჩილიმი”, იგივე “როენა მამიდას” დაწესებულება. თავად როენა მხილებულია პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში. “როენა მამიდას” ღამის კლუბი პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. “ჩილიმის” მომხმარებლები ხუმრობენ, ჯერ როენა იყო აქ და შემდეგ აშენდა პოლიციის შენობა, ვინც პირველი იყო, იმას ეკუთვნისო.

2.სასტუმრო “ნატახტარი”. ერთ-ერთი ყველა ცნობილი დაწესებულებაა, რომელსაც საროსკიპოს სახელი აქვს თბილისში დამკვიდრებული. “ნატახტარს” დაცვის პოლიცია დაჰყურებს თავზე. ეს ისეთი დაწესებულებაა, სადაც “მეგობარ გოგონებთან” ერთად დადიან ხოლმე; ყოველ შემთხვევაში, ჩვენი იქ ყოფნის დროს წყვილად გამოსული ბევრი გვინახავს.

3.სლოტ კლუბი, გავრცელებული სახელით “პალმები”. ეს “სლოტ კლუბი” ვეტერანადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ამ ბიზნესში, რადგან ის უკვე ათეულ წელზე მეტია ფუნქციონირებს. მის უკან “Georgian water and power”-ის შენობა მდებარეობს.

4.ჩვენს ხუთეულში შემდეგია სასტუმრო “მწვანე”. იქ მისულებს არაფერი მიგვანიშნებს, რომ ეს სასტუმროა. როგორც ჩანს, მას დღისით არავინ სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ “მწვანესგან” დაახლოებით ასი მეტრის დაშორებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიციის შენობაა მთელ თბილისში, რომელიც მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს. მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, “მწვანე” თბილისელ მამაკაცებს “სადამსჯელო სასტუმრო” ჰგონიათ, იმ შემთხვევაში, თუ “მამიდას” გლდანში გააბრაზებენ.

5.სასტუმრო-რესტორანი “საბუდარა”. მის გარშემო ვერ შენიშნავთ ვერცერთ სახელმწიფო დაწესებულებას, თუმცა მყუდრო გარემოსა და “გემრიელი კერძების” გამო, ის კლიენტებს ნამდვილად არ უნდა უჩიოდეს. აქ მანქანებისა და ტაქსების ტევა აღარ აქვთ.

წყარო: ამბები.ჯი

კომენტარები

სხვა სიახლეები