საქართველოში პოპულარული წამალი, რომელსაც ბავშვების სიცოცხლე შეეწირა – ტკივილგამაყუჩებლის ფატალური ეფექტები

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მრავალი მედიკამენტი, რომელიც აქამდე აფთიაქებში ჩვეულებრივად იყიდებოდა, შეიცვლის სტატუსს და მათი ყიდვა მხოლოდ რეცეპტით გახდება შესაძლებელი. ასეთი მედიკამენტების სიაში მოხვდა პოპულარული ტკივილგამაყუჩებელი “ნიმესილი”. ბევრმა არ იცის “ნიმესილის” გვერდითი ეფექტების შესახებ და რომ ის სხვა მრავალ ქვეყანაშიც აკრძალული წამალია.
დავიწყოთ იქიდან, რომ “ნიმესილი” ძალიან ძლიერი ტკივილგამაუყჩებელია. მას უნიშნავენ ადამიანებს, რომლებიც ქირურგიული ოპერაციის შემდგომ ტკივილებს განიცდიან ან ძლიერ თავის ტკივილებს უჩივიან. მიუხედავად ამისა, საქართველოში მას მცირე ტკივილის დროსაც იღებენ, რაც ძალიან სახიფათოა, რადგან ნიმესილი უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე. ხშირმა მოხმარებამ შეიძლება ღვიძლის გადაგვარება გამოიწვიოს, რისი მკურნალობაც, მხოლოდ ორგანოს შეცვლით შეიძლება. 2007 წელს ევროპულმა მედიცინის სააგენტომ ჩაატარა ექსპერიმენტი და აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც ნიმესულიდის შემცველ მედიკამენტებს იღებდნენ, უყალიბდებოდათ კუჭ-ნაწლავური სისხლდენა და მუცლის წყლული. ნიმესულიდი აგრეთვე მკაცრად არის აკრძალული ორსულების, მეძუძური ქალების, თინეიჯერების და ასთმის მქონე ადამიანებისთვის.

სწორედ ამის გამო მრავალ ქვეყანაში ნიმესულიდი აკრძალულია. მისი გაყიდვა ყოველთვის აკრძალული იყო ამერიკაში, კანადაში და ავსტრალიაში. ქვეყნებში, სადაც მისი გაყიდვა ხდებოდა (ფინეთი, ესპანეთი, თურქეთი, ინდოეთი),

მედიკამენტი მას შემდეგ აიკრძალა, რაც რამდენიმე ადამიანი ღვიძლის დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. პორტუგალიასა და ისრაელში მისი აკრძალვა 1999 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ბავშვი გარდაიცვალა. შვეიცარიაში, ქვეყანაში, რომელიც აწარმოებს ნიმესულიდს, ბავშვებისთვის მისი მიცემა ყოველთვის აკრძალული იყო. პრეპარატი ასევე მკაცრად არის აკრძალული უკრაინაში და ბევრი რუსული ფარმაცევტული კომპანია მას არ ყიდის.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეკო წამლები, რომელთა შორის ნიმესილიც შედის, მიჩნეულია სარისკო მედიკამენტებად. მთლიანი ჯგუფიდან მხოლოდ იბუპროფენი, ნაპროქსენის სოდიუმი და ასპირინი არის გაყიდვაში რეცეპტის გარეშე. დანარჩენები, რომლებიც შეიცავენ ოქსაპროზინს, დიკლოფენაკსა და ინდომეტაცინს მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.

მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ტკივილი ტანჯავს და დრო არ აქვს ექიმთან მისასვლელად? პასუხი შემდეგია: ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც პარაცეტამოლს და იბუპროფენს შეიცავს, უსაფრთხოდ ითვლება და რეცეპტის გარეშე გაიცემა. ტკივილგამაყუჩებლებს, რომლებიც ანალგეტიკებს შეიცავენ არასასურველი და სახიფათო გვერდითი ეფექტები აქვთ და მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე არ იყიდება. ყოველთვის გაარკვიეთ, რა შემცველობა აქვს ტკივილგამაყუჩებელს, სანამ შეიძენთ.

 

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები