ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას დღეისათვის დაფიქსირებულ სტატისტიკაზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, დღეს კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადაუსწრო:
“მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემოგვემატა, გამოჯანმრთელებული კი 32 დაგვემატა. დღეს, პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს. ერთი ახალი პაციენტის კონტაქტები მოძიებულია, ორი კონტაქტია საკარანტინე სივრციდან. მათი ვირუსზე კვლევა განმეორებას საჭიროებს, დღეს გაირკევა, ისინიც არიან თუ არა ინფიცირებულები”, – განაცხადას მარინა ეზუგბაიამ.