საქართველოში კოვიდპასპორტები დაინერგება – მინისტრის მოადგილის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ  ის პარამეტრები დაასახელა, რომლებიც კოვიდპასპორტში აისახება.

„კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში – ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და, რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი.

აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები