საქართველოში კიდევ 2 ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო აშენდება. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ წარდგენილ დოკუმენტში, რომელშიც ჯანდაცვის სისტემის განვითარების 10-წლიან გეგმაზეა ლაპარაკი.
დოკუმენტის – “ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ მიხედვით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩინეთის მიერ გამოყოფილი სახელმწიფო გრანტის მეშვეობით გახდება შესაძლებელი.
“შემუშავდება ახალი მოდელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული მოქალაქის ბიო-ფსიქო-სოციალურ საჭიროებებზე. ჩინეთის სახელმწიფოს გრანტის ფარგლებში, იგეგმება 2 ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა და თბილისის 2 ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია. მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერებაც, რომელიც, მაღალი ხარისხი სერვისის მიწოდებით, პაციენტის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 10 – წლიანი გეგმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 ივლისს წარადგინა.
წყარო: https://www.ambebi.ge/