სოციალურ ქსელში სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლის საშინაო დავალება გავრცელდა. მოსწავლემ თემაში – „საქართველოო ლამაზო“, ქვეყნის კუთხეებად იმერეთი, საფრანგეთი, რუსეთი, იტალია და ბრაზილია შეიყვანა. მოწაფე წერს, რომ აქ უამრავი ტყე და უთვალავი ადამიანია. საქართველოს სოფლებად კი ჩოხატაური, ვანი, სვანეთი და დმანისი მოიხსენია.
მოსწავლემ დავალებაში შეფასებაც მიიღო – პედაგოგმა მას ორიანი დაუწერა.
ფეისბუქში გავრცელებულ „საშინაო დავალებას“ უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა:
„არადა, ბავშვს უნდოდა, რომ საქართველოში ყველაფერი ბევრი ყოფილიყო – ამერიკა და ბრაზილია კუთხე გახადა, მისთვის ლამაზი საქართველო ასეთი იყო… მომავალი აღმაშენებელია და ვერ გაუგო მასწავლებელმა“;
„ეტყობა ბაღანას თავისი თავი ჩინელი ეგონა, მიტომ დაწერა უთვალავი ადამიანი ცხოვრობსო“;
„ეს ბავშვი აშკარად მომავალი ნაციონალისტი იზრდება…ვინ იცის, ეგებ გაიზრდოს და მსოფლიო დაიპყროს“; – წერენ სოციალურ ქსელებში.
სხვა სიახლეები