საქართველოს რაგბის კავშირი დაშავებული რაგბისტებისა და მათი მეუღლეების შესახებ ბოლო ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით, მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგი მრავლობითი დაჟეჟილობით გადაყვანილია პალატაში. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს – ანი ბუაძეს, გიორგი ლომინაძესა და მის მეუღლეს, ისინი კვლავ იმყოფებიან რეანიმაციულ გაყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. სამივეს მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, თუმცა გამოიკვეთა დადებითი დინამიკა. რეანიმატოლოგებისა და ქირურგების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ოპერაციული ჩარევები ყბა-სახეზე სამივე პაციენტს ორშაბათს ჩაუტარდება. ამ საშინელმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, საუბედუროდ, სამი ადამიანის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის და მათი მეგობრის სიკვდილი გამოიწვია, რაც უდიდესი ტრაგედიაა! სრულიად ქართული სარაგბო თემი თავუნაგრძნობთ მათ ოჯახებს და ვლოცულობთ მათი სულებისათვის!

კომენტარები

სხვა სიახლეები