საქართველოს პრეზიდენტების ოჯახური სკანდალები და შვილებისა და შვილიშვილების პიკანტური ამბები

ნებისმიერ ქვეყანაში მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან და მოდიდან არასოდეს გადადიან ქვეყნის პრეზიდენტის ოჯახის წევრები, მათი პირადი ცხოვრებაც საზოგადოებისთვის საინტერესო გასარჩევი თემაა. ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, ამ კუთხით არც საქართველოს პრეზიდენტები გახლდნენ გამონაკლისები და მათი თუ არა, მათი ოჯახის წევრების პირადი ცხოვრება მაინც აღმოჩენილა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ზვიად გამსახურდიას საქართველოს პრეზიდენტებიდან ყველაზე მძიმე ბედი ერგო. ქვეყნიდან გადახვეწილი პრეზიდენტის შვილები, გიორგი და ცოტნე, მუდმივად დევნასა და მალვაში გაიზარდნენ. ზვიადს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია ჰყავს. კოკომ პოლიტიკაში სცადა ბედი, თუმცა წარუმატებლად, ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი და ცხოვრების დიდ ნაწილს უცხოეთში ატარებს.

გიორგისა და ცოტნეს უფრო მძიმე ბედი ერგოთ. გიორგი ქართულ პოლიციაში მსახურობდა და ძმებს შორის სწორედ ამ პერიოდში დაიძაბა ურთიერთობა. გიორგი არასოდეს ლაპარაკობს პირად ცხოვრებაზე, არ უყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა და დღეს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს ცოტნესთან, რომელმაც ბოლო დროს ყველაზე მძიმე პერიოდი გადაიტანა, რადგან რამდენიმე წელი ციხეში გაატარა. მარტივი არ ყოფილა მისი პირადი ცხოვრებაც. წლების წინ მოდელი სოფო ჩიკვილაძე საზოგადოებას ცოტნეს მეუღლედ გაეცნო და საერთო შვილი, თამარი გამოაჩინა. გამსახურდიები მას რძლად არ აღიარებდნენ, თუმცა ცოტნეს დაკავების შემდეგ სოფო გადაცემა ”სიმართლის დროში”მივიდა და ყოფილ მეუღლეზე სკანდალური განცხადებები გააკეთა, თან აღიარა, რომ მისგან კიდევ ერთ შვილს ელოდებოდა. ბავშვს ცოტნე დაარქვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ წყვილი არ შერიგებულა, ცოტნეს სოფია ღიად არასოდეს უღიარებია, პირიქით, ერთხელ სოციალური ქსელით მისი სახელით ფულის გაკეთებაშიც დასდო ბრალი. ცოტნეს ახლა რუსი მეუღლე და კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც მანამდე დაიბადა, ვიდრე სოფოს ცოტნე შეეძინებოდა. ცოტნე არ ელაპარაკება დედას და ცუდი ურთიერთობა აქვს ძმებთან.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ყვითელი პრესა ახლად ყალიბდებოდა, თუმცა მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი უგემრიელესი ლუკმა იყო. შევარდნაძის პირადი ცხოვრების პიკანტურ დეტალებს ნაკლებად შევეხებით, რადგან მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდებოდა, ღიად კი ჩანდა, რომ სიგიჟემდე უყვარდა თავისი მეუღლე, ნანული.
სამაგიეროდ, პრეზიდენტობიდან ახალი გადამდგარი ბაბუს ოჯახი სკანდალში გაეხვა, როდესაც მისი ქალიშვილის მეორე ქმარი, გია ჯოხთაბერიძე, დაიჭირეს. ოფიციალურ მიზეზად ბიზნესი დასახელდა, თუმცა მაშინ მთელი თბილისი ლაპარაკობდა, რომ ჯოხთაბერიძე ”ვარდების რევოლუციის”ერთ-ერთი მინისტრის ცოლთან ერთად საქართველოდან გაქცევას ცდილობდა და აეროპორტში დააკავეს. შეყვარებულ წყვილს მეორე ნახევრებმა ეს ინციდენტი აპატიეს და ისინი დღემდე ერთად ცხოვრობენ.

კიდევ ერთი სკანდალი შვილიშვილის, სოფო შევარდნაძის ჩაშლილი ნიშნობა აღმოჩნდა. სოფო 21 წლის იყო, როდესაც ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი შეუყვარდა. დამწყები რეჟისორი მაშინ ედუარდ შევარდნაძეზე დოკუმენტურ ფილმს იღებდა. სოფო ძალიან იყო შეყვარებული, მაგრამ ჯვრისწერამდე ორი თვით ადრე მიხვდა, რომ ლევანის მიმართ ძლიერი გრძნობები აღარ ჰქონდა, ოჯახის შესაქმნელად მზად არ იყო და უარი თქვა. ლევანმა ეს ამბავი საკმაოდ მძიმედ გადაიტანა.

პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა სოფოს ძმა ლაშას. ცნობილი პიანისტი თათია შარანგია ორი პატარა ბავშვით ქმარს დაშორდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ცოლად ამერიკაში მცხოვრებ ქართველს გაჰყვა.

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრებაც სკანდალური იყო. შვილების – ნაკლებად, რადგან ედუარდი და ნიკოლოზი მამის პრეზიდენტობის პერიოდში პატარები იყვნენ. უცხოელი მეუღლე სანდრაც ყოველთვის ცდილობდა, ბავშვები დადებითი კუთხით წარედგინა სა-ზოგადოებისთვის და თან ისე, რომ პატარებთან ერთად ეთერში ხშირად გამოჩენით თავი არ მოებეზრებინა, სამაგიეროდ, მიშას პრეზიდენტობის პერიოდი ყველაზე ბედნიერი ხანა იყო ყვითელი ჟურნალისტიკისთვის, რადგან მის გვერდზე გამოჩენილ ყველა ქალბატონზე უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, რასაც ხანდახან თავად პრეზიდენტის არაადეკვატური ქმედებაც უწყობდა ხელს.

წვერიანი ფილოსოფოსის ხელისუფლებაში მოსვლა ერთი შეხედვით ყველაზე ნაკლებად სკანდალური უნდა ყოფილიყო, რადგან მშვიდი მარგველაშვილის გარშემო ჭორები ნაკლებად ვრცელდებოდა. წინასაარჩევნოდ გაირკვა, რომ მარგველაშვილს პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავდა, მეორე ქორწინებამ ცოტა ხანს გასტანა და ახლა მეგობარ ქალბატონთან – მაკა ჩიჩუასთან ერთად ცხოვრობდა, რომლის ქალიშვილიც მარგველაშვილის გოგონას მეგობარი იყო. ლამის ბრაზილიურ სერიალამდე მისულ სიუჟეტს საზოგადოება დიდხანს არჩევდა. მაკა ჩიჩუასთან ქორწინებაზე უარი თქვა წინასაარჩევნოდ, არც ივანიშვილის შეგონებამ გაჭრა და საბოლოოდ საყვარელ ქალზე მაშინ იქორწინა, როდესაც ექსპრემიერთან ურთიერთობა აერია.

თითქოს ყველაფერი აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ სკანდალები არ მოაკლო მოსკოვიდან დაბრუნებულმა ქალიშვილმა. ანა მარგველაშვილის სხვადასხვა ადგილას გადაღებული ფოტოები და ცხოვრების თავისუფალი წესი ინტერნეტსაიტების გემრიელ ლუკმად იქცა. ყოველდღიურად ქვეყნდებოდა ანას კლუბებში გადაღებული სურათები, ვრცელდებოდა ჭორები, რომ მას რამდენიმე მანქანა იცავდა, რათა ჟურნალისტებს ნასვამი არ გამოეჭირათ. საკმაოდ დიდხანს გასტანა მისი პირადი ცხოვრების განხილვამ, სანამ გიგი ჩიჩუაზე არ გათხოვდა. ამის შემდეგ ჟურნალისტებს მისი პირადი ცხოვრების გამოქექვა მოჰბეზრდათ, რადგან ოჯახის შექმნამ პრეზიდენტის ქალიშვილი შეცვალა, ახლა ძირითადად ოფიციალურ წვეულებებზე ან რელიგიურ დღესასწაულებზე ჩნდება მეუღლის თანხლებით და სამთავრობო გუნდთან ერთად წირვებს ესწრება.

მარგველაშვილსა და ჩიჩუას ცოტა ხნის წინ საერთო შვილი, თეიმურაზი შეეძინათ, რომელიც დუშეთში პრეზიდენტის აგარაკზე იზრდება.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები